აგრონომი სამეგრელოს რეგიონში

კახური ტრადიციული მეღვინეობა

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ აცხადებს ვაკანსიას აგრონომის პოზიციაზე.

მდებარეობა: სამეგრელო              

სამუშაო გრაფიკი სრული

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  

  • უმაღლესი განათლება აგრონომიული მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • საველე პირობებში მუშაობის უნარი;

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • ყოველდღიურად აკონტროლოს აგრო ტექნიკური საქმიანობის მიმდინარეობა ;
  • ყოველდღიურად აკონტროლოს და ზედამხედველობა გაუწიოს ნიადაგის დამუშავების პროცესს;
  • მიიღოს აქტიური მონაწილეობა ნერგების გაშენების პროცესში;
  • მიიღოს აქტიური მონაწილეობა საირიგაციო სისტემის მოწყობაში;
  • ზედამხედველობა გაუწიოს არსებულ ნაკვეთის მორწყვას, აკონტროლოს ნიადაგის ტენიანობა საჭიროების შემთხვევაში მიიიღოს შესაბამისი ზომები;
  • ზედამხედველობა გაუწიოს მცენარეების ზოგად ზრდა-განვითარებას, მათ დაავადებებსა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
  • მონაწილეობა მიიღოს მცენარეების დათესვისა და დარგვის პროცედურების მონიტორინგში; წარმართოს ბაღში სამუშაოები აგრო კალენდრის მიხედვით;
  • აწარმოოს ბაღის გაშენება/მოვლა/პატრონობასთან დაკავშირებულის სხვადასხვა სამუშაოები
  • ფიზიკური გამძლეობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ,,აგრონომი“.

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე. სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2020 წლის 3 აპრილი ჩათვლით. შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

 


სრული განაკვეთი
ზუგდიდი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 03/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: