LOT.ge
აგრო სესხების ექსპერტი / სტაჟირება გორში
ბაზისბანკი
სს „ბაზისბანკი“ აცხადებს სტაჟირებას აგრო სესხების ექსპერტის პოზიციაზე ქ. გორში.
ძირითადი მოვალეობები:
- აგრო სესხების მაღალხარისხიანი საკრედიტო პორთფელის ფორმირება;
- მუდმივი ზრუნვა ახალი მომხმარებლების მოზიდვაზე;
- საკრედიტო განაცხადის მომზადება, პრეზენტაცია საკრედიტო კომიტეტზე, სესხი გაცემა;
- პრობლემურ მსესხებლებთან მუშაობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია - საბანკო საქმე, საბუღალტრო აღრიცხვა; ფინანსები, ბიზნეს ადმინისტრირება)
- სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) კარგად ცოდნა;
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიზიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2020 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge ,
სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
სრული განაკვეთი
გორი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 12/11/2020
ბოლო ვადა: 26/11/2020