აღრიცხვის ოპერატორი

წისქვილი ჯგუფი

თითქმის 20 წლიანი ისტორიით წისქვილი ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული ტრადიციული სარესტორნე ქსელია; დღეის მდგომარეობით წარმოდგენილია ოთხი რესტორნით და სტუმრებს გამორჩეულ ქართულ ტრადიციულ გარემოში მასპინძლობს. კომპანია აგრძელებს განვითარებას და აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვის ოპერატორის პოციაზე, შემდეგი პირობებით:

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  •  ბუღალტრულ პროგრამასთან მუშაობა და მარტივი ოპერაციების წარმოება;
  •  შესასრულებელი ოპერაციებისათვის საჭირო დოკუმენტების მოძიება და ორგანიზება;
  •  ოპერაციების წარმოება კომპანიაში არსებული სტანდარტით;

 

მოთხოვნები:

  •  სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა რელევანტური მიმართულებით;
  •  გამართული მეტყველება და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  •  საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;

 

პიროვნული თვისებები:

  •  სხარტი;
  •  მომთხოვნი;
  •  დეტალების მიმართ ყურადღებიანი;

 

პირობები:

  •  სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბელიაშვილის 99
  •  გრაფიკი: სრული, 5,5 დღე.
  •  კვება

 

თუ გსურთ შეუერთდეთ წისქვილი ჯგუფის გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - “აღრიცხვის ოპერატორი“.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას  კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თქვენ მიერ გამოგზავნილი მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, შესაძლოა რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი  ინფორმაცია არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 21/03/2021
ბოლო ვადა: 08/04/2021

მსგავსი ვაკანსიები: