აღმასრულებელი მენეჯერი

იტმს ჯგუფი

საერთაშორისო ონლაინ სერვისებზე ორიენტირებული კომპანია აღმასრულებელ მენეჯერად ეძებს კადრს, ვისაც ექნება ონლაინ სერვისებზე (პროექტებზე) ტექნიკურად მუშაობის, 5-10 კაციანი გუნდის მართვის და ონლაინ მარკეტინგზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. გვჭირდება გამოცდილი, აქტიური და საზრიანი პროფესიონალი მენეჯერი, რომელიც მზად იქნება შეეჭიდოს საინტერესო, საკმაოდ რთულ, კომპლექსურ, კომერციულად მომგებიან და პერსპექტიულ საქმეებს. ჩვენი მხრიდან ვთავაზობთ მაქსიმალურად გუნდურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს, მაღალ და მზარდ ანაზღაურებას, როგორც ტექნიკური, ასევე მენეჯერული კვალიფიკაციის მუდმივ ზრდას. ანაზღაურების დიაპაზონი: 2-დან 8 ათას ლარამდე, გამოცდილების, კომპეტენციის, მუშაობის შედეგებიდან და საკურატორო პროექტის კომერციული წარმატებიდან გამომდინარე. უფრო კონკრეტულად - გვჭირდება კადრი, ვისაც ექნება კომპეტენცია და/ან გამოცდილება შემდეგი მიმართულებით (დალაგებულია მნიშვნელობის მიხედვით): ** ონლაინ სერვისების/პროექტების მართვა (აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება და/ან მინიმუმ 5 დასრულებული პროექტი; სასურველია ITIL-ის ცოდნა); ** 5-10 კაციანი გუნდის მართვა (აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები; სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი); ** ონლაინ მარკეტინგი (ოპტიმალურ დროში უნდა შეეძლოს კონკრეტული სერვისისთვის/პროექტისთვის ონლაინ მარკეტინგის სამოქმედო გეგმის შემუშავება და რეალიზაცია, ასევე სწრაფად გარკვევა ამ სფეროს სიახლეებსა და სპეციფიკაში; უნდა შეეძლოს შესაბამისი სერვისის მომწოდებელ კომპანიებთან საქმიანი კომუნიკაციის წარმოება; სწრაფად და ღრმად უნდა შეეძლოს მარკეტინგული საკითხების შესწავლა); ** ტექნიკური კომპეტენცია (აუცილებელია ვებ-სერვისების აგებულების პრინციპების, სხვადასხვა server-side და client-side ტექნოლოგიების არსის ცოდნა; სასურველია მბმს საფუძვლების და SQL-ის ცოდნა; სასურველია ონლაინ პროექტის ტესტირების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა); ** ინგლისური და რუსული ენები (ერთ-ერთი აუცილებლად C1 დონეზე, მეორე მინიმუმ B2 დონეზე); ** ბიზნესისა და ფინანსების საფუძვლები (სასურველია შესაბამისი სპეციალობის ბაკალავრის ხარისხი, ასევე ადამიანური რესურსების მართვის საფუძვლების ცოდნა); ** პროექტის მართვის საფუძვლები (აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება და/ან მინიმუმ 5 დასრულებული პროექტი). მაქსიმალურად სასურველია ხასიათის შემდეგი თვისებები: ** ინიციატივიანი და აქტიური; ** საზრიანი და გონებაგახსნილი; ** თვითგანვითარებაზე ორიენტირებული; მომთხოვნი, როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის მიმართ; ** კრეატიული და ინოვაციური აზროვნების უნარ-ჩვევები; ** ორგანიზებული, მოწესრიგებული, პუნქტუალური, ყურადღებიანი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე. ** აღმასრულებელი მენეჯერის პოზიციაზე გამოგვეხმაურეთ კანდიდატები, ვინც აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების 70%-ზე მეტს. აღმასრულებელ მენეჯერს ძირითადად მოუწევს: ** კომპანიის დამფუძნებელთა საბჭოს და გენერალური დირექტორის სხვადასხვა გადაწყვეტილებების შესრულების უზრუნველყოფა; ** ონლაინ პროექტების ტექნიკურად შექმნის უზრუნველყოფა და მართვა; ** ონლაინ პროექტების მარკეტინგული მართვა; ** ონლაინ პროექტში მონაწილე შემსრულებლების მენეჯმენტი; ** ონლაინ პროექტისთვის შემსრულებლების მოძიება, შერჩევა და მომზადება; ** კომპანიის პროექტებისა და საკითხების განხილვაში აქტიური მონაწილეობა; ** სხვადასხვა რელევანტური დავალებების შესრულება. გასაუბრება ჩატარდება სკაიპით ან სხვა მესენჯერით; სამუშაო ადგილი: არსებული სიტუაციიდან გამომდინარე (კორონავირუსის კრიზისის ბოლომდე) შერჩეული კანდიდატი დროებით იმუშავებს დისტანციურად, მოგვიანებით კი ნაწილობრივ ან მთლიანად ოფისიდან, საჭიროების მიხედვით ოფისი მდებარეობს მეტრო დელისიდან 300 მეტრში; სამუშაო გრაფიკი: სრული, დეტალები შეთანხმებით; ანაზღაურება: შეთანხმებით; მისი ფიქსირებული ნაწილი დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და კომპეტენციებზე. საუკეთესო კანდიდატებს შევთავაზებთ კომპანიის შესაბამისი ბიზნეს-პროექტიდან სოლიდურ წილს და ბონუსებს კომერციული შედეგების მიხედვით (ზემოთ მითითებულია ანაზღაურების დიაპაზონი). გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ ელფოსტაზე: hr@itms.ge წერილის საბჯექტში გთხოვთ მიუთითოთ: "აღმასრულებელი მენეჯერი". მაქსიმალურად სასურველია, CV-ში და/ან სამოტივაციო წერილში აჩვენოთ თქვენი კანდიდატურის განაცხადთან შესაბამისობა.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 04/04/2020
ბოლო ვადა: 03/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: