აღმასრულებელი დირექტორი

ემ ეს ჯგუფი

კომპანია „ემ ეს ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.

 

„ემ ეს ჯგუფი“ წარმოადგენს სამზარეულოს წვრილი ტექნიკისა და აქსესუარების, ჭურჭლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების წამყვან იმპორტიორს საქართველოში.

კომპანია 2003 წლიდან ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას და მომსახურებას უწევს 500-ზე მეტ წამყვან საცალო ქსელს საქართველოში.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება : შეთანხმებით

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის სტრატეგიის შემუშვება, სამოქმედო გეგმის შექმნა/განხორციელება;
  • დაქვემდებარებული დეპარტამენტების მართვის სტრატეგიის, საქმიანობის ძირითადი ამოცანებისა და მიზნების განსაზღვრა/მონიტორინგი, სათანადო ჩართულობის უზრუნველყოფა და შესრულების სტანდარტების დაწესება;
  • სტრატეგიის შესაბამისად გაყიდვებისა და მომგებიანობის დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის უზრუნველყოფა;
  • დაგეგმარების პროცესში ბაზრის კვლევა, კონკურენტების ანალიზი, ტენდენციების შესწავლა და მათი გათვალისწინება;
  • პროდუქტების განვითარების, ასორტიმენტის გაფართოების, გაყიდვების, მარკეტინგის, შესყიდვებისა და მარაგების მართვის სტრატეგიების შემუშავება/განხორციელების უზრუნველყოფა;
  • საცალი ქსელში გაყიდვების სტანდარტების შემუშავება/ დანერგვა  და დაცვის კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება;
  • საცალო ქსელის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა/ოტიმიზაცია/ახალი ფილიალების გახსნა;
  • სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის მიწოდების/დამატების, ფინანსური გათვლებისა და პროექტების მომზადება/განხორციელება;
  • კომპანიის დილერებთან და მომწოდებლებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • განვითარების პროექტების ინიცირება, დამუშავება, შეთანხმება და განხორციელება;
  • გაყიდვებისა და მარჟების მიზნობრივი მაჩვენებლების დაგეგმვისა და შესრულებისათვის მათი ანალიზიას და კონტროლის სისტემის შექმნა/დანერგვა და ეფექტური ფუნქცონირების უზრუნველყოფა;
  • დეპარტამენტების საქმიანობის მხარდაჭერა, შინაგანაწესით დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მიზნების შესაბამისი სამოტივაციო საბონუსე სქემების შემუშვება და დანერგვა;
  • კომპანიის ბიუჯეტის შედგენის  პროცესის უზრუნველყოფა, ფინანსური/არაფინანსური ანგარიშგების მომზადება/წარდგენა;

 

საკვალიფიკაციო მოათხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირება ( MBA) ;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია რითეილ/B2B მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

 

პიროვნული თვისებები/უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მართვისა და ორგანიზების უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირება და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@ms-group.ge , წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ „აღმასრულებელი დირექტორი“.

 

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 02/03/2021
ბოლო ვადა: 30/03/2021

მსგავსი ვაკანსიები: