LOT.ge
აფთიაქის მენეჯერი ბათუმში
ფარმაცევტული სახლი +
ფარმაცევტული კომპანია „ფარმაცევტული სახლი +“ 2007 წლიდან ფუნქციონირებს.
ჩვენი მიზანია მივაწოდოთ მომხმარებელს ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქცია საუკეთესო ფასებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით, სასიამოვნო გარემოში.
ფარმაცევტული სახლი აცხადებს ვაკანსიას აფთიაქის მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ბათუმი
- სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; შაბათს - 10:00 – 14:00
- ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- აფთიაქის რეალიზაციის ზრდის ხელშესაწყობად მონაცემების ანალიზი, სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
- აფთიაქის მარაგებით უზრუნველყოფა და კონტროლი;
- მიღებული პროდუქციის კონტროლი;
- თანამშრომლებზე ფუნქციების მიზნობრივი გადანაწილების უზრუნველყოფა და მათი საქმიანობის ხარისხის კონტროლი;
- მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების გაწევის კონტროლი;
- სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული აქტივობის განხორციელების ხელშეწყობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ფარმაცევტული ან სამედიცინო განათლება;
- აფთიაქის მენეჯერად ან მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
- ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია)
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- გუნდის მართვის უნარი;
- ორგანიზების უნარი;
- სიახლეებისადმი ადაპტაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- კორპორატიულ დაზღვევას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@pharmhouse.ge. გთხოვთ, ველში Subject მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია. განაცხადები ფოტოს გარეშე არ განიხილება!
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
სრული განაკვეთი
ბათუმი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 03/02/2021
ბოლო ვადა: 03/03/2021