ადვოკატირების კონსულტანტი

თანასწორობის მოძრაობა

არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობა" აცხადებს ვაკანსიას ადვოკატირების კონსულტანტის პოზიციაზე. მუშაობის პერიოდი: 13 ივლისი - 1 დეკემბერი, 2020 (შრომითი ხელშეკრულების გაგრძელების პერსპექტივით). დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი (მოქნილი სამუშაო საათები) ანაზღაურება: 982.14 ლარი (საშემოსავლო გადასახადისა და დასაქმებულის მიერ სავალდებულო საპენსიო შენატანის 2%-ის ჩათვლით). ადვოკატირების კონსულტანტის საქმიანობის მიზანია ორგანიზაციის ადვოკატირების გეგმაზე დაყრდნობით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების პროცესის გაუმჯობესების ადვოკატირება და ლობირება. ამავე დროს, ადვოკატირების კონსულტანტის მოვალეობას წარმოადგენს ლგბტქი+ ადამიანების შრომითი და ეკონომიკური უფლებების გაუმჯობესებაზე მუშაობა, ამ საკითხის გარშემო სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და მისი სისრულეში მოყვანის ადვოკატირება. მოვალეობები: ** სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის გაუმჯობესების ადვოკატირების გეგმის განხორციელება. ** ლგბტქი+ ადამიანების შრომითი უფლებებისა და თავშესაფრის ხელმისაწვდომობის კვლევა და ადვოკატირების გეგმის ჩამოყალიბება. ** ორგანიზაციის მიერ ადვოკატირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში ჩართულობა. აუცილებელი მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება. ** პროფესიით მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება. ** ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა; ** ლგბტქი+ საკითხებისადმი მგრძნობელობა; ** შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი და გუნდური მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა; ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. აპლიკაცია უნდა შედგებოდეს შემდეგი საბუთებისგან: ** რეზიუმე; ** სამოტივაციო წერილი; ** ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ აპლიკაცია შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@equality.ge არაუგვიანეს 6 ივლისისა. გთხოვთ, მეილის Subject ველში მიუთითოთ: ადვოკატირების კონსულტანტი. არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. თანასწორობის მოძრაობა წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს ლგბტქი ადამიანებისთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების შექმნასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია მუშაობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ლგბტქი თემის გაძლიერებასა და მისი უფლებების ადვოკატირებაზე.

98214 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 27/06/2020
ბოლო ვადა: 06/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: