ადმინისტრატორი

ტოტალ შარმი

„ტოტალ შარმ“ წარმოადგენს პლასტიკური, ესთეტიკური ქირურგიისა და დერმატო-კოსმეტოლოგიის ერთ-ერთი მაღალი სტანდარტების კლინიკების ქსელს, რომელიც 2005 წლიდან

წარმატებით მოღვაწეობს ესთეტიური მედიცინის სფეროში.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე http://totalcharm.ge/

 

„ტოტალ შარმ“ -ის გუნდი ვაკის ფილიალისთვის ეძებს ადმინისტრატორს.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტების ჩაწერა და ჩაწერილი პაციენტების  სიების წარმოება - სახელების, ექიმების, დროების და კაბინეტების კოორდინირება;
  • შემოსულ ზარებზე ამომწურავი პასუხის გაცემა, ან შესაბამისი კომპეტენციის თანამშრომელთან გადამისამართება;
  • პაციენტების დახვედრა და კლინიკაში ორიენტირება;
  • ელ. ფოსტებზე შემოსულ წერილებზე შესაბამისი რეაგირება;
  • ვიზიტორებისთვის, კლინიკაში წარმოდგენილი კანის მოვლის პროდუქციის შეთავაზება და ინფორმაციის მიწოდება;
  • კლინიკაში არსებული პროდუქციის საწყობის ნაშთების კონტროლი.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი;
  • სამედიცინო სფეროში, პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
  • საწყობთან მუშაობის გამოცდილება;

 

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაცია
  • ორგანიზებულობა
  • ყურადღება
  • მომსახურებაზე ორიენტირებულობა
  • დავალებიდან დავალებაზე ოპერატიულად და ეფექტიანად გადართვა
  • ჩვენ გთავაზობთ:
  • საბონუსე სისტემას
  • კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, ფასდაკლებას კომპანიის მომსახურებებზე და პროდუქციაზე.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ,  15 მაისამდე გამოგზავნოთ პროფესიული რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@aptos.ge;

ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება- „ადმინისტრატორი“

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს

გისურვებთ წარმატებას!

 

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი

კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „აპტოს“-ის ან შპს „აპტოს“-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის

მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია

მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს „აპტოს“, ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი,

15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება

შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 16/04/2021
ბოლო ვადა: 30/04/2021

მსგავსი ვაკანსიები: