ადმინისტრატორი

East Gate

სასტუმრო "ისთ გეითი" აცხადება ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმარების მიღება და განთავსება; ** სტუმრის რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება; ** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ; ** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა ** სამუშაო დღის დასასრულს მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა. ძირითადი მოთხოვნები: ** ასაკი 25-დან 35-წლამდე ქალბატონი; ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია) ** უმაღლესი განათლება ტურიზმის, მომსახურების, მენეჯმენტის ან სხვა ანალოგიურ სფეროში (სასურველია) ** ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართული საუბარი და წერა. დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა პიროვნული თვისებები: ** კომუნიკაბელურობა ** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა ** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი ** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამსახურს ** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის ** სამუშაო გრაფიკი - 24 საათი ყოველ მესამე დღეს, თვეში ათი ცვლა. ** ანაზღაურება: თვეში 400 ლარი ფიქსირებული, + ბონუსები დატვირთულობის მიხედვით. გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტაზე eastgatevacancy2@gmail.com და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!

400 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 13/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: