ადმინისტრაციული ასისტენტი

სამშენებლო კომპანია ენსისი

კომპანია „ენსისი“ დაარსდა 2009 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სამშენებლო კომპანიას საქართველოში, რომელიც ახორციელებს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის, გზების მშენებლობას/რეაბილიტაციას, ხიდების და გვირაბების მშენებლობას/რეაბილიტაციას და სხვა. 

 

შპს "ენსისი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე. 

 

მდებარეობა: თბილისი  სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)  სამუშაო საათები: 10:00-19:00 (შესვენება 1 საათი)  ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება  (იურიდიული მიმართულებით); 
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა. 
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office)  სრულყოფილად ცოდნა; 
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • კომპანიის ადმინისტრაციული საქმიანობის მხარდაჭერა; 
  • ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის, მათ შორის ოფიციალური წერილების მომზადება, აღრიცხვა და ფაილინგი; 
  • დასრულებულ და მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება და საჭიროების შემთხვევაში - მოძიება;   
  • სამართლებრივი საკითხების შესწავლასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებაში მონაწილეობა; 
  • საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი და ანალიზი; 
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. 

 

კომპეტენციები: 

  • კომპლექსური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • რამდენიმე დავალებაზე ერთდოულად მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ახალ  გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი; 
  • საქმიანობის დაგეგმვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; 
  • ეფექტიანი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;  
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი; 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, 2020 წლის 1 ივლისამდე გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: info@ensisi.ge  

გთხოვთ, სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ თანამდებობა, რომელზედაც აგზავნით თქვენს  მონაცემებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.  

დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეების შედეგად გადარჩეულ კანდიდატებს. 

.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 03/06/2020
ბოლო ვადა: 30/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: