ადგილობრივი გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი

თბილღვინო

კომპანია "თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.

 

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

 

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელის  პოზიციაზე.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, სარაჯიშვილის 2
  • სამუშაო განაკვეთი: სრული

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ახალი ობიექტებისა დრეულ ეტაპზე გამოვლენისს ტრატეგიის დამუშავება on და off ტრეიდ მიმართულებით;
  • ახალ ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოების მეთოდების და მიდგომების განსაზღვრა და ჩამოყალიბება;
  • მოლაპარაკებების წარმოებისასშ ეთავაზებების შაბლონის გადახედვა, კორექტირებისა და კონკრეტულ ორგანიზაციაზე მორგებული შეთავაზების გაკეთების უზრუნველყოფა;
  • ახალ ობიექტებთან ურთიერთობისას უშუალოდ მოლაპარაკებებში ჩართვა, საკუთარი კომპანიის ინტერესების დაცვა და ორმხრივად საინტერესო შეთანხმების მიღწევა;
  • არსებულ ობიექტებთანმ უშაობის სტრატეგიის დამუშავება, ონტრეიდ და ოფტრეიდ მიმართულებით, სტრატეგიის მმართველი გუნდისთვისწ არდგენა დამტკიცების მიზნით;
  • თითოეულ ობიექტთან მიმართებაში გაყიდვების ზრდის შესაძლებლობების ძიება საკუთარი გუნდის წევრების მაქსიმალური ჩართულობით;
  • გაყიდვების სტიმულირების გეგმის განხილვა საჭიროებისას მმართველ გუნდთან და შეთანხმების შემდეგ განხორციელების უზრუნველყოფა ყველა საჭირო პირის მონაწილეობით;
  • მერჩენდაიზერების მუშაობის სქემის დამუშავება, პერიოდულობისა და სტანდარტების გაწერა და მისიგანხორციელების უზრუნველყოფა;
  • პერიოდულად ობიექტებისმ იხედვით გადატვირთული ბოთლების რაოდენობის ცვლილების ანალიზის დამუშავების უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების გეგმებთან შესაბამისობის ანალიზი და გუნდის შეკვრა, მოტივირება მიზნის მიღწევისათვის;
  • გაყიდვების გეგმის შესასრულებლად დამატებითი ინიციატივების დამუშავება, გუნდის მაქსიმალური ჩართვა და ინიციატივების განხორციელება;
  • პერიოდულად ანალიტიკური ინფორმაციის შესწავლა ობიექტებიდან თანხების ამოღებასთან დაკავშირებით;
  • დაქვემდებარებული  თანამშრომლების მაქსიმალური მოტივირება;

 

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება  ბიზნეს ადმინისტრირება/მარკეტინგი/მენეჯმენტის მიმართულებით;
  • გაყიდვების მიმართულებით მინ 5 წლიანი გამოცდილება, აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;  (სასურველია სასმელების / კვების მრეწველობის სფეროში);
  • ძლიერი მოლაპარაკებების უნარი;
  • სამუშაოს ორგანიზება;
  • ქმედებაზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების დასახვა;

 

გთავაზობთ:

  • ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორატიულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • სხვა დამატებით ბენეფიტებს.

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 27 მაისის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 05/05/2020
ბოლო ვადა: 19/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: