ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარ. სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეიქმნა სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ბაზარზე განთავსებულ პროდუქტებზე განახორციელებს ზედამხედველობას. აღნიშნული თანხვედრაშია ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებთან, რომლის მიხედვითაც საქართველოს ბაზარზე მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტები უნდა განთავსდეს. სააგენტო შეაფასებს ბაზარზე განთავსებული ისეთი პროდუქტების შესაბამისობას კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, როგორებიცაა სამშენებლო პროდუქტები, სათამაშოები, მანქანა-დანადგარები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და სხვა სამომხმარებლო თუ ინდუსტრიული პროდუქტები. აღნიშნული პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა უპირველესად ემსახურება ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულების დაცვას, როგორიცაა მომხმარებელთა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი იქნება ადმინისტრაციული დეპარტამენტის შემადგენლობაში და მის მოვალეობაში შევა თანამედროვე HR სისტემების შექმნა, ადმინისტრირება და საჯარო სამსახურის კანონმდებლობის ფარგლებთან მათი შესაბამისობა. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში გათვალისწინებულია 35 თანამშრომელი. განვიხილავთ მოტივირებული პირების შესაძლებლობებს, ვისაც სურს ახალი ორგანიზაციის შექმნაში მონაწილეობა და რომლებიც აკმაყოფილებენ ჩამოთვლილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ** უმაღლესი განათლება (სასურველია სამართლის, ფსიქოლოგიის ან/და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში); ** ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; ** ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ცოდნა; ** სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა. სავალდებულოა კანდიდატმა იცოდეს: ** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (თავი III, IV) ** "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი ** საქართველოს შრომის კოდექსი ** "საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ "საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილება ** "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონი ** "პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება; ანაზღაურება 1600 ლარი (დარიცხული) კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ვთხოვთ CV გამოგზავნონ ელფოსტაზე: konkursi@moesd.gov.ge და გთხოვთ გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კონკურსი გაიმართება წერითი დავალებით და გასაუბრებით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გისურვებთ წარმატებას პროფესიულ და კარიერულ განვითარებაში.

1600 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 25/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: