ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი

ალგანი

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი ვალდებულებები: ** თანამშრომლებისთვის შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება, პირადი საქმეების ადმინისტრირება; ** თანამშრომლის პროგრამულად დანიშვნა და მისი სამუშაო ბარათის მართვა (დანიშვნა/გათავისუფლება, დაზღვევა, სარეზერვო სიების მართვა-კონტროლი); ** პერსონალთან დაკავშირებული ცვლილებების ადმინისტრირება (ხელფასის ცვლილება, ბონუსი, პრემია); ** თანამშრომელთა დანიშვნა/გათავისუფლების შესახებ ყოველთვიური რეპორტის წარმოება; ** საჭიროების მიხედვით სხვადასხვა რეპორტის მომზადება HR პროგრამის საშუალებით; ** HR დოკუმენტაციის მართვა; განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების განხრით; ** სავალდებულოა საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა; ** სავალდებულოა მსგავს სფეროში 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება. ** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ორგანიზებულობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი; დამატებითი ინფორმაცია: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 19:00 სთ, შაბათს 10:00 - 14:00 სთ. ** ანაზღაურება: შეთანხმებით დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 21/07/2020
ბოლო ვადა: 20/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: