Account Manager

თერმა

უკვე 23 წელია კომპანია "თერმა" გათბობა, ვენტილაცია,კონდიციების სექტორში მოღვაწე წამყვან საერთაშორისო მწარმოებლებთან თანამშომლობს, 

იგი ლიდერი და მუდმივად მზარდი კომპანიაა  HVAC ბაზარზე.  

  კომპანია "თერმა" აცხადებს ვაკანსიას Account Manager - ის პოზიციაზე.    სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი,გურამ ფანჯიკიძის ქ. N10  ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე (+ საბონუსე ანაზღაურება პროექტების მიხედვით).  სამუშაო გრაფიკი: სრული (09:30/18:00)   

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების  მიმართულებით; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;  
  • საორგანიზაციო და დროის მენეჯმენტის კარგი უნარი; 
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური/რუსული) ჩაითვლება უპირატესობად; 
  • ძლიერი კომპიუტერული უნარ-ჩვევები; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა ( Word,Excell,Power Point) 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • კომპანიის შესაძლებლობების და მომსახურების სრულფასოვანი ცოდნა და მათი ეფექტურად კომუნიცირება დამკვეთთან.  
  • დამკვეთებთან  კომუნიკაცია / შეხვედრების ორგანიზება; 
  • პროექტების ფარგლებში დეპარტამენტებთან კოორდინაცია და საჭირო ინფორმაციის (დოკუმენტაციის) დროულად მიწოდება;  
  • პროექტის ბიუჯეტის შედგენა/მართვა; 
  • პროექტში ჩართულ პირებთან/გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა პროექტის სტატუსის მართვის მიზნით, რომ დროულად გამოავლინოს პროექტის მსვლელობის დროს შესაძლო პოტენციური პრობლემა ან შესაძლებლობა.  
  • გუნდის წევრებთან დავალებების დელეგირება; 
  • კონკრეტულ პროექტზე ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის უზრუნველყოფა; 
  • ყველა საჭირო პროცესის და პროცედურის შესრულება ხარისხის კონტროლის მიზნით.  
  • ყოველკვირეული ანგარიშების  და პროექტების სტატუსების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;  

 

სამუშაოსთვის საჭირო კომპეტენციები: 

  • ორგანიზებული; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;  
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • უსაფრთხო,კომფორტულ და მეგობრულ გარემოს;  
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს და დამატებით ბენეფიტებს;  
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს; 
  • მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით 

 

გახდი ჩვენი გუნდის წევრი 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@terma.ge

და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება “Account Manager წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება, ასევე გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ CV-ში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტების ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.    კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  

გისურვებთ წარმატებებს. 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 01/10/2020
ბოლო ვადა: 15/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: