.Net დეველოპერი

Lemondo

კომპანია "Lemondo" აცხადებს ვაკანსიას საშუალო და მაღალი დონის .NET Developer-ის პოზიციაზე, რომელიც იმუშავებს TKT.GE-ს გუნდში. Lemondo დაარსდა 2010 წელს და არის წამყვანი IT დეველოპერული კომპანია საქართველოში. კომპანიას შექმნილი აქვს არაერთი ვებ პროექტი როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის (TKT.GE, SAQME.GE, Domenebi.ge, wehostxp.ge...) ასევე მსოფლიო ბაზრისთვის (მობილური აპლიკაციები, მობილური თამაშები, PS4 და ნინტენდო პლატფორმის თამაშები..). სასიამოვნო, კომფორტული და მეგობრულ გუნდში ვეძებთ საშუალო დონის .NET დეველოპერს შემდეგი უნარებით: ძირითადი მოვალეობები: ** ვებ აპლიკაციების (Back-end) შექმნა / განვითარება ** ახალი ვებ ტექნოლოგიების კვლევა-გამოყენება ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური ენის ცოდნა ** ვებ დეველოპერად მუშაობის გამოცდილება ** C# მაღალ დონეზე ცოდნა ** ASP.NET MVC ტექნოლოგიის ცოდნა ** ​რელაციური მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MSSQL) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (სასურველია): ** RESTful სერვისებთან მუშაობის გამოცდილება ** .NET Core ფრეიმვორკთან მუშაობის გამოცდილება; ** JavaScript ** HTML5-ზე და CSS3-ზე მუშაობის საბაზისო გამოცდილება პიროვნული უნარ-ჩვევები: ** კომუნიკაბელურობა ** მიზანმიმართულობა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** გუნდურად მუშაობის უნარი ** დამოუკიდებლად კვლევის უნარი ** განვითარების სურვილი სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00 სთ დან 19:00 სთ-მდე შაბათ-კვირის გარდა) ანაზღაურება: ვეძებთ საშუალო და მაღალი დონის დეველოპერს (გამოცდილების შესაბამისად ანაზღაურებით + დაზღვევა) და შესაძლებლობით რომ პროფესიულ ზრდასთან ერთად მიიღებს 4000+ ლარს. დაინტერესებულ პირებს, რომლებთაც გააჩნიათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@lemondo.com Subject-ად მიუთითეთ "Web Developer".


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 17/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: