1C დეველოპერი

ბიდიო

კომპანია ბიდიო  აცხადებს ვაკანსიას 1C დეველოპერის  პოზიციაზე  

 

„ბიდიო” არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 

BDO-ს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიმართულებას, ბაზარზე ყოფნის 13 წლის მანძილზე საქართველოს ლიდერ კომპანიებთან 600-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული და ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების SAP -ის და 1C-ის უმსხვილესი პარტნიორია საქართველოში. 

ვაკანსიის შესახებ 

1C ERP პროდუქტების განყოფლებაში თქვენ ჩართული იქნებით საქართველოს ბაზარზე არსებული წამყვანი კომპანიების ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაციაში, შეასრულებთ საინტერესო, მრავალფეროვან და მნიშვნელოვან საქმეს და გექნებათ განვითარების დიდი შესაძლებლობები.  

1C ERP დეველოპმენტის გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი და პროფესიონალი არქიტეტორ/პროგრამისტებითა და ანალიტიკოსებით. გუნდის მართვა ხდება თანამედროვე Agile ტექნოლოგიით.  

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სტაბილური სამსახური, კარიერული და პროფესიული განვითარება და მეგობრული გუნდი, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის! 

 

ადგილმდებარეობა : ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი  

 

სამუშაო საათები 

  •  სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00 სთ  

 

აღწერა 

ფუნქცია/მოვალეობები: 

  • 1С ERP პროგრამაში ახალი ფუნქციონალის დამატება/ არსებულის ცვლილება 
  • მომხმარებლების მიერ დაყენებული ბიზნეს ამოცანების/ მოთხოვნების ტექნიკურ გადაჭრაში მონაწილეობის მიღება 
  • ტესტ ქეისების მოფიქრებაში მონაწილეობის მიღება 

 

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები: 

  • 1C:Enterprise 8 პლატფორმის მექანიზმების საფუძვლიანი ცოდნა 
  • 1C:Enterprise 8 სისტემაში პროგრამისტად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება 
  • რუსული ენის საწყის დონეზე ცოდნა 
  • ინგლისური ენის საწყის დონეზე ცოდნა 
  • ERP ან სააღრიცხვო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება 
  • სასურველია ვებ-სერვისებთან მუშაობის გამოცდილება 

 

პიროვნული თვისებები: 

  • კომპანიაში არსებული სტანდარტების სწრაფი ათვისება 
  • კარგი ვერბალური კომუნიკაციის უნარი 
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი 
  • ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა 
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი 
  • სიახლეების ათვისების უნარი 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . 

გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „1C დეველოპერი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 02.06.2020  

 

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/

და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია,

 სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს

 სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის 

მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით 

მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ  


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 23/05/2020
ბოლო ვადა: 02/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: