1C სპეციალისტი

მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი

მაღაზიათა ქსელი  „ორი ნაბიჯი“  აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფისა და განვითარების განყოფილებაში, 1C სპეციალისტის  პოზიციაზე.

 

კომპანიაში უკვე რამდენიმე წელია არსებობს პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომლის გუნდიც სხვა პროგრამებთან ერთად მუშაობს 1C ERP UP პროგრამის მხარდაჭერასა და განვითარებაზე. კომპანიის  აქტიურ ზრდასთან ერთად, მიმდინარეობს სხვადასხვა მოდულების დანერგვა, გააქტიურება და განვითარება.

 

ფუნქციები:

  • პროგრამული უზრუნველყოფის გუნდთან ერთად ახალი პროგრამული მოდულის ან ცვლილების ტესტირება და მონიტორინგი;
  • 1C ERP პროგრამაში სხვადასხვა სახის მონაცემებისა და ბაზების პერიოდული მონიტორინგი ხარვეზების იდენტიფიკაცია და აღმოფხვრა;
  • პროგრამა 1C-ის მომხმარებლების მხარდაჭერა მათი შეუფერხებლად მუშაობის მიზნით.
  • საჭიროების შემთხვევაში, სატრენინგო მასალის განახლება და თანამშრომლებისათვის ტრეინინგის ჩატარება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია 1C ERP-UP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • 1C-ს სხვადასხვა ვერსიებში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერის აგებულების და ოპერაციული სისტემის (MS Windows XP\7\8\10) ზოგადი ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (განსაკუთრებით MS Excel);
  • სასურველია კომპიუტერის და POS (გაყიდვის წერტილის) პერიფერიული მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ლოგიკური და ანალიტიკური უნარები
  • ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 მარტი, 2020 წელი

 

ორი ნაბიჯი  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯ“  - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯ“  - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 30/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: