1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული ონლაინ კურსი - 30%-იანი ფასდაკლებით

OneSoft Training Centre

1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული ონლაინ კურსი - 30%-იანი ფასდაკლებით​

 

OneSoft Training Centre აცხადებს მიღებას 1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელ პრაქტიკულ კურსზე.

 

პროგრამის აღწერა: «ERP მცირე და საშუალო ბიზნესისთვის» (1С ERP სტანდარტი - საწარმო 8.3) წარმოადგენს ერთიან პროგრამულ გადაწყვეტილებას, რომელიც განკუთვნილია კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-პროცესის ეფექტურად მართვისა და ავტომატიზაციისათვის. პროგრამული გადაწყვეტილება სრულად ლოკალიზებულია ქართული სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  • წარმოება
  • საწყობი და მარაგები
  • გაყიდვები
  • შესყიდვები
  • დისტრიბუცია
  • ფინანსები
  • ბიუჯეტირება
  • CRM
  • HR
  • Rs.ge

 

სისტემის წარმატებით გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიაში (წარმოება,  საცალო და საბითუმო ვაჭრობა, მომსახურების სფერო) მოღვაწე კომპანიების მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის უზრუნველსაყოფად.

 

კურსის მიზანი: მსმენელების სწრაფი და ხარისხიანი მომზადება, რათა მათ შეძლონ პროგრამის გამოყენება ორგანიზაციის ეფექტური მართვისათვის.

 

მიზნობრივი ჯგუფი: 

  • სავაჭრო, საწარმოო, სერვისული და პროექტებზე ორიენტირებული კომპანიების ბუღალტრები, ფინანსური დირექტორები, მფლობელები და  გენერალური დირექტორები;
  • მენეჯერები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საწარმოში მიმდინარე პროცესების ოპერატიულ მართვაზე;
  • დაბალი რგოლის მენეჯერები;
  • სტუდენტები და კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებული პირები.

 

ლექციების განრიგი:    ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი (19:0021:00).

 

კურსის ხანგრძლივობა:  20  საათი

კურსი იწყება ყოველ  3 კვირაში ერთხელ.

 

სწავლების მეთოდები: სწავლება მიმდინარეობს, როგორც თეორიულად, ასევე პროგრამაში სადემონსტრაციო ქეისების განხილვის საშუალებით. კურსის განმავლობაში მსმენელებს ეძლევათ დავალებები და აქვთ წვდომა ბაზის დემო ვერსიაზე, რათა შეასრულონ აღნიშნული დავალებები.

 

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • გქონდეთ სრული წარმოდგენა პროგრამის ფუნქციონალური შესაძლებლობების შესახებ;
  • დამოუკიდებლად დააკონფიგურიროთ პროგრამის პარამეტრები კონსულტანტის დახმარების გარეშე;
  • ეფექტურად გამოიყენოთ პროგრამის შესაძლებლობები ორგანიზაციის ფინანსური, საწარმოო, მომარაგების და სხვა მიმართულებების აღრიცხვის,დაგეგმვის, კონტროლისა და ანალიზისათვის;
  • პროგრამის შესაძლებლობების გამოყენებით აკონტროლოთ თანამშრომლების მუშაობა;

 

კურსის სტანდარტული ღირებულება: 360 ლარი (დღგ-ს ჩათვლით). კურსის ღირებულება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე: 250 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).

ლექციების მსვლელობისას გათვალისწინებულია 15 წუთიანი შესვენება (ჩაი / ყავაზე).

 

სამუშაო მასალები  მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.

 

ტრენინგის დასასრულს ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

 

სპეციალურად მსმენელებისთვის დაწესებული შეღავათები:

  • კურსის მსმენელებს, სურვილის შემთხვევაში,  პროგრამის შეძენა ფასდაკლებით შეეძლებათ.
  • 1C პროგრამირების მცოდნე კადრებზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, OneSoft Training Centre კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმების მიზნით.

 

კურსზე რეგისტრაციისთვის  შეავსეთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა:

https://forms.gle/5KcdgHU6oefm4a176

 

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდეით:

ქ.თბილისი, დავით გამრეკელის №2, OneSoft Training Centre.

ტელ.: (+995 32) 2 23 83 89

მობ.: +995 558 99 75 98; +995 597 06 39 61

 

E-mail: info@1soft.ge

Web - www.onesoft.ge

 

 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 23/04/2020
ბოლო ვადა: 07/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: