1C პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი

OneSoft

კომპანია OneSoft აცხადებს ვაკანსიას 1C პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

კომპანიის შესახებ:

კომპანია OneSoft წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების (ფართოდ ცნობილია, როგორც ERP სისტემები) პროვაიდერს საქართველოს პროგრამული პროდუქტების ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას საქართველოში, ხოლო მიზანი - 1C-ის უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის ზრდა და ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ ვებ-გვერდზე: www.onesoft.ge

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დამკვეთის ტექნიკური მხარდაჭერა
  • დამკვეთის მუშაობის პროცესში გამოწვეული პრობლემების მიზეზების იდენტიფიცირება, პრობლემის შინაარსის ლოგიკური და სისტემური გაანალიზება და გადაწყვეტა
  • ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ საკონსულტაციო მომსახურების გაწევა
  • დამკვეთის მიერ დაფიქსირებული მოთხოვნის შესაბამის რგოლებთან გადამისამართება
  • პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ფუნქციონალების (ან ახალი მოდიფიკაციების) ტესტირება
  • საჭიროების შემთხვევაში მომხარებლისთვის ინსტრუქციის ფაილების მომზადება
  • კლიენტის მომართვებზე დროული რეაგირება
  • მიღებული მომართვების შესახებ აღრიცხვის წარმოება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
  • კარგი ანალიტიკური და კომპიუტერული უნარები
  • ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
  • უპირატესობად ჩაითვლება 1C სტანდარტული გადაწყვეტილებების ცოდნა და სამუშაო გამოცდილება
  • აუცილებელია რუსული ენის ცოდნა
  • ACCA - ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

 

პოზიციისთვის აუცილებელი უნარები / თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები
  • მიზანმიმართულობა, შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვის, ანალიზის და დროის მართვის უნარი
  • ინფორმაციის მოძიების და დამუშავების უნარი
  • სტრესულ და არასტანდარტულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა

 

სამუშაო პირობები

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დავით გამრეკელის №2, აქსისის ბიზნეს ცენტრი
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
  • ანაზღაურება: დამოკიდებულია აპლიკანტის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე - CV ელ-ფოსტაზე: info@1soft.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - 1C პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი.

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 07/10/2020
ბოლო ვადა: 21/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: