1C პროგრამის მხარდაჭერის სპეციალისტი

Domino DIY Hypermarket

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას IT დეპარტამენტში 1C პროგრამის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებების განხორციელება, ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
  • ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება და დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება;
  • ახალი ფუნქციონალის შექმნა/შემოწმება/ტესტირება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • 1C  წარმოების პლატფორმის ძირითადი მექანიზმების ცოდნა;
  • შეკითხვების ენის ცოდნა (Query Language);
  • რუსული ენის ცოდნა მინიმუმ საშუალო დონეზე სავალდებულოა.

 

უნარები და პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, აკურატულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

პირობები:

  • გრაფიკი: სრული;
  • ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

 

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@domino.com.ge.

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენს მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს. „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 03/06/2020
ბოლო ვადა: 01/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: