1C პლატფორმის პროგრამისტი
Domino DIY Hypermarket
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას IT დეპარტამენტში 1C პლატფორმის პროგრამისტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებების განხორციელება, ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
- ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება და დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება;
- ახალი ფუნქციონალის შექმნა/შემოწმება/ტესტირება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- 1С პროგრამირების ცოდნა (Junior/Middle level);
- 1C : წარმოების პლატფორმის ძირითადი მექანიზმების ცოდნა;
- შეკითხვების ენის ცოდნა (Query Language);
- საბუღალტრო და ოპერატიული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა მინიმუმ საშუალო დონეზე სავალდებულოა.
უნარები და პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, აკურატულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
პირობები:
- გრაფიკი: სრული;
- ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით;
- ჯანმრთელობის დაზღვევა
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@domino.com.ge.
სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენს მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს. „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებას!
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 14/06/2020
ბოლო ვადა: 12/07/2020