თქვენ ავტომატურად გადამისამართდებით წამში ბილეთების სწავლა V1-ის ვებ გვერდზე.
თუ არ გსურთ ლოდინი, დააწკაპუნეთ აქ.

იარაღის მოხმარების წესების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების, უსაფრთხო გამოყენებისა და მოხმარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის (აირის) იარაღის შეძენის მსურველები 2015 წლის 1 ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდას ჩააბარებენ. საგამოცდო ბილეთები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაა შედგენილი. იარაღის დარეგისტრირების მსურველი რეგისტრაციის პროცედურის გავლას მხოლოდ გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებს. იარაღის შეძენის მსურველს გამოცდაზე გასვლა შსს-ს მომსახურების სააგენტოს ყველა განყოფილებაში შეუძლია. გამოცდაზე გასასვლელად უნდა წარმოადგინოთ ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ბილეთების რაოდენობაა 150. საგამოცდო ტესტი 20 კითხვისგან შედგება. გამოცდა ჩაბარებულად 18 სწორი პასუხის შემთხვევაში ითვლება. იარაღის შეძენის მსურველს თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად 30 წუთი ეძლევა.


გამოცდა ბილეთები იარაღი გაფორმება ცეცხლსასროლი ლეგიონი ნადირობა მონადირე მეთევზე საიტი ფორუმი