Miobius
1 / 2

Miobius

წიგნების ბლოკნოტების რეპროდუქციების კანცელარიის აქსესუარებისა და სასაჩუქრე ნივთების ფართო არჩევანი

ქალაქი

Tbilisi

მისამართი

Irakli Abashidze Street 65-67

ფასის დიაპაზონი

საშუალო

ვებსაიტი

გადასვლა

მდებარეობა

ტელეფონი

+9950322357002

მიტანის სერვისები

გაზიარება

Facebook

მენიუ

ინგმარ ბერგმანი  სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან

ინგმარ ბერგმანი სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან

ინგმარ ბერგმანი გენიალური შვედი სცენარისტი და კინოსა და თეატრის რეჟისორია რომელსაც 1997 წელს კანის კინოფესტივალის ჟიურიმ ყველა დროის საუკეთესო კინორეჟისორის ტიტული მიანიჭაეს კრებული აერთიანებს სხვადასხვა დროს დაწერილ ოთხ სტილისტურად სრულიად განსხვავებულ კინომოთხორობას სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან შემოდგომის სონატა პირისპირ და გველის კვერცხი რომელიც ამავე სახელწოდების ფილმებს დაედო საფუძვლადროგორც გიორგი გვახარია ამბობს წიგნის წინასიტყვაობაში ეს სწორედ კინომოთხრობებია და არა კლასიკური სცენარები ეს არის კინოსახეებში დაწერილი მოთხრობები ტექსტები დაწერილი ვიზუალური სიტყვებით რასაც სხვა სცენარისტები იშვიათად ახერხებენ ბერგმანის ფილმების გაგება შეუძლებელია მხოლოდ სიტყვის წაკითხვით და მოსმენით სიტყვის დანახვის სურვილი უნდა გქონდეს ორიგინალში როცა არ კითხულობ თავად მთარგმნელი უნდა დაგეხმაროს ამ უცნაური რიტუალის ჩატარებაში ბოლოს და ბოლოს ეს პროცესი ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა ფორმისა და განწყობილების ცვლილება წინააღმდეგობათა მუდმივი ერთიანობა ხომ ინგმარ ბერგმანის პოეტიკის არსს განსაზღვრავს ბერგმანის კინომოთხრობების მთარგმნელმა შეიძლება შესანიშნავად იცოდეს ენა მაგრამ შვედი რეჟისორის შემოქმედების ამ მხარეს თუ ვერ გრძნობს თარგმნილი ტექსტი ვერასდროს დაგვანახვებს ბერგმანის გენიალურობას და რაც მთავარია უნიკალურობას ეს არის მთავარი მაია ფანჯიკიძისა და მზია გალდავაძის მიერ თარგმნილ ტექსტებში რომლებიც ამ წიგნში შევიდა კინემატოგრაფიული სახიერება და ისეთი რიტმი რომელმაც ბერგმანის სიტყვასახეებში შეღწევის მათი ჭვრეტის საშუალება უნდა მისცეს მკითხველს

წიგნები
19.50 ₾
ვანესა სპრინგორა  თანხმობა

ვანესა სპრინგორა თანხმობა

ვანესა სპრინგორა 14 წლის იყო როცა 50 წლის ცნობილმა ფრანგმა მწერალმა გაბრიელ მაცნეფმა მასთან რომანი გააბა 30 წლის შემდეგ სპრინგორა აქვეყნებს ავტობიოგრაფიულ რომანს სახელწოდებით თანხმობა რომელიც მაცნეფის მტაცებლობის სამ სექსუალურ ლიტერატურულ და ფსიქიკურ განზომილებაზე მოგვითხრობსეს რომანი რომელმაც შეძრა საფრანგეთის ლიტერატურული წრეები metoo მოძრაობას ეხმიანება და შემდეგ მნიშვნელოვან კითხვებს სვამს რამდენად ნებაყოფლობითია ნებაყოფლობითი სექსუალური ურთიერთობები როგორ აგრძელებ ცხოვრებას როცა ლოლიტას როლში მოგიწია ყოფნა როგორ აღწევ თავს იმ წარმოდგენებს რომლებიც შენზე როგორც ლიტერატურულ პერსონაჟზე არსებობს ეს წიგნი ჩვენებაც არის და ნამდვილი ლიტერატურული მცდელობაც გავაანალიზოთ სექსუალური ჩაგვრის დრამატურგია განსაკუთრებით სახელოვნებო და ინტელექტუალურ წრეებში სადაც მას ხშირად უსიტყვოდ და დუმილით ხვდებოდნენსაფრანგეთში წიგნის 200000ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და უკვე 25ზე მეტ ენაზე ითარგმნებავანესა მწერალი რედაქტორი და კინორეჟისორია დაიბადა და გაიზარდა პარიზში დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტი ამჟამად ის ერთერთი დიდი ფრანგული გამომცემლობის ჯულიარდის ხელმძღვანელია

წიგნები
17.90 ₾
ია ანთაძე  საინტერესო ადამიანები

ია ანთაძე საინტერესო ადამიანები

ქეთევან სადღობელაშვილის აქ ამ სამყაროში ინტერვიუების შემდეგ ია ანთაძის საინტერესო ადამიანები გამომცემლობა სეზან ფაბლიშინგის მიერ გამოცემული რიგით მეორე ინტერვიუების კრებულიაწიგნში იხილავთ შემდეგ გმირებსალექსანდრე ლორთქიფანიძე რობი კუხიანიძე ნათია ფურცელაძე რუსუდან ფეტვიაშვილი ბესიკ ხარანაული დავით გზირიშვილი კონსტანტინე თედელური ნატა გაგუა დიმიტრი თუმანიშვილი გიორგი ოვაშვილი ნაჯა ორაშვილი ზურაბ კიკნაძე გულნარა ჩაფიძე ტბელ აბუსერიძე ლანა ღოღობერიძე გოგი მაღალაშვილი ლადო აფხაზავა ანა კორძაიასამადაშვილი ნინო სურგულაძე გია ყანჩელი ანდრო დგებუაძე ნუცა კუხიანიძე ზურა მხეიძე გაგა ნიჟარაძე ლუკა ნაჭყებია ნატალია ქუთათელაძე სოფო კევლიშვილი მალხაზ მაყაშვილი ბიძინა კულუმბეგოვი ნანი ბრეგვაძე მარინა ჯანაშია ნონა გაფრინდაშვილი მაია ჩიბურდანიძეროგორც თავად ავტორი ია ანთაძე ამბობს როდესაც მეკითხებიან ვინ არიან ჩემი სტუმრები ყოველთვის ვპასუხობ ადამიანები რომლებიც რეალურად ქმნიან დღევანდელი საქართველოს შინაარსს წიგნში შევიდა ის 33 ნამუშევარი რომელსაც უპირატესობა მკითხველმა მიანიჭა თითოეულ ინტერვიუს რომელიც წიგნში მოხვდა უკვე ჰყავს 10 000ზე მეტი წამკითხველი ვფიქრობ ეს ყველაზე ობიექტური კრიტერიუმია რითიც წიგნისთვის ინტერვიუების შერჩევა შეგვეძლო დიდი მადლობა ყველა რესპონდენტს გამომცემლობა სეზან ფაბლიშინგს და საქართველოს პირველ არხს ამ წიგნისთვის რომელიც ჩემი პროფესიული ცხოვრების საუკეთესო დამოწმებად მიმაჩნია

წიგნები
39.90 ₾
გურამ მეგრელიშვილი  ჯვარცმობანა

გურამ მეგრელიშვილი ჯვარცმობანა

ჯვარცმობანა გურამ მეგრელიშვილის აპოკრიფული მოთხრობების ციკლია რომელიც ახალი რედაქციით და ამ სახით პირველად გამოიცემაპილატეს გადაწყვეტილი აქვს საკუთარი კარიერის დათმობის სანაცვლოდ უცნაური წინასწარმეტყველი გაათავისუფლოს ხალხის მიერ არჩეულმა ბარაბამ მოსასხამი გაუცვალა უდანაშაულო ნაზარეველ მეზობელს რომ ციხიდან გააპაროს ორი ავაზაკის ნაცვლად ერთის ჯვარცმა იგეგმება და ჯორებმა სულ ტყუილად ამოათრიეს მესამე ძელი მიაწოდე წყალი გამვლელ წინასწარმეტყველს ძვირფასო მკითხველო თორემ ათასი წელი მოგიწევს ხეტიალი მის მოლოდინში

წიგნები
17.90 ₾
აქ ამ სამყაროში ინტერვიუები  ქეთევეან ქეთო სადღობელაშვილი

აქ ამ სამყაროში ინტერვიუები ქეთევეან ქეთო სადღობელაშვილი

ენა ქართული კატეგორია არამხატვრული ლიტერატურა1 l 2495 GEL per l

წიგნები
24.95 ₾