აღწერა
იყიდება ახლად გარემონტებული კაპიტალური სახლი ცხვარიჭამიაში, საუკეთესო მდებარეობით. 2 სართული, პირველზე სამზარეულო+სასადილო, აბაზანა და სათავსო; მეორეზე სამი საძინებელი და აბაზანა. ორივე სართულზე აივნებით. სახლს აქვს როგორც შიდა ასევე გარე კიბე, ცენტრალური გათბობის სისტემა, სიგნალიზაცია, ყველა საჭირო ტექნიკა (BOSCH ის ფირმის), ახალი გადახურვა ფინური მასალით, წყლის ავზი. გამწვანებული ეზო, რომელიც უკავშირდება ტყეს და აქვს გასასვლელი მდინარეზე. მოწესრიგებული მისასვლელი გზიდან სახლამდე (დაახლოებით 400 მეტრი გზიდან). ბუნ. აირი, დენი, წყალი, ინტერნეტი მოწესრიგებული და გამართულია. სამეზობლო დასახლებულია.