მესაკუთრე
Terramica
გთავაზობთ საინვესტიციო პროექტში მონაწილეობას - ორხევის ინდუსტრიულ ზონაში (ს-2), დიპლომატ ჯორჯიას და ბუმის გვერდით განთავსებულ, იტალიური ტექნოლოგიით წარმოებულ წითელი თიხის მოსაპირკეთებელი სამშენებლო ფილების (ინტერიერისა და ექსტერიერისთვის) და ასევე კერამიკული (თეთრი თიხის) ჭურჭლის საწარმოს შეძენას ან მასში წილობრივ მონაწილეობას. საწარმო განთავსებულია არასასოფლო-სამეურნეო, საწარმოო კომერციული დანიშნულების ტერიტორიაზე, კაპიტალურ შენობა-ნაგებობაში. მიწის ფართობი 11 244 მ2, ხოლო მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ფართობი 3200 მ2. შენობა-ნაგებობა არის კარგ-მდგომარეობაში. იგი მთელს პერიმეტრზე შემინულია მეტალო-პლასტმასის ფანჯრებით. გვაქვს შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული დასკვნაც. საწარმო აღჭურვილია ყველა სახის კომუნიკაციით - ელექტროენერგიით (3 ფაზა), გაზით, წყლით. ტერიტორია შემოღობილია და მასზე გაშენებულია ხეხილის ბაღი. საინვესტიციო პროექტის (მიწის და შენობა-ნაგებობის ჩათვლით) მთლიანი ღირებულებაა 2 350 000 აშშ დოლარი. საწარმოს მისამართი: თენგიზ ჩანტლაძის I შესახვევი, #20. დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონზე: +995 597 99 65 75.