მესაკუთრე
irakli
დიღმის მასივში, დიღმის ტყეპარკთან, იყიდება არასტანდარტული, ახალი გარემონტებული სტუდიოს ტიპის, ძალიან ნათელი ბინა, დიდი აივნით, სამზარეულოს ხარეს დიდი ვიტრაჟით, რომლის შუა ნაწილი მთლიანად იღება , ასევე მისაღებ მხარეს დიდი ვიტრაჟი, რომელიც ასევე იღება და აივანზე გადის, აივნიდან იშლება პანორამა ხედი, რომელიც პირდაპირ მთაწმინდას უყურებს. ბინაში არის ორი საძინებლი, ერთერთ საძინებელს აქ ვიტრაჟი, რომელიც მისაღებს უყურებს, ასევე აქვს ჭერის ფანჯარა, მეორე საძინებელს ასევე აქვს დიდი ფანჯარა, საძინებლებს შორის არის სივრცე და საკუჭნაო. ბინა უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ტექნიკით, 2 კონდიციონერით, ბოშის მაცივარი, ბოშის ჭ მანქანა, ბოშის ღუმელი. ელჯის სარეცხი მანქანა. ცენტრალური გათბობა, ბოილერი დგას გარეთ ჩაშენებულ კარადაში. უმაღლესი ხარისხის ელექტრო გაყვანილობა, რომელიც სამზარეულოს კუნძულსაც უკავშირდება, ტელევიზია, ინტერნეტი. ბინაში არსებული ავეჯი რჩება.