მესაკუთრე
გიორგი
სააგენტოებთან არ ვთანამშრომლობ, არანაირი პირობით! იყიდება ახალ გარემონტებული, თბილი, ნათელი, მყუდრო ბინა ხედით მთელს ქალაქზე, მინიმალისტიური, დახვეწილი და ამასთანევე ფუნქციონალური/ტევადი ინტერიერით (სტუდია +1 საძინებელი და ფართო აივანი, 42 კვ.მ. ).ბინაში შექმნილია ყველა პირობა კომფორტული ცხოვრებისთვის. ბინა გათვლია ორ ადამიანზე თუმცა სურვილის შემთხვევაში არის დამატებით გასაშლელი მაღალი ხარისხის დივანი, რომელიც სწორ ერთიან მატრასის მაგვარ ზედაპირს ქმნის და მოხერხებულია ძილისთვის. კორპუსი მდებარეობს ნუცუბიძის პლატოზე, ამიტომ აქვს როგორც მისადგომად ადვილი, ცენტრთან ახლო, ასევე ბუნებით და სუფთა ჰაერით გარშემორტყმული მდებარეობა. გარშემო არის 24 საათიანი მაღაზიები, კაფეები, სპორტული დარბაზები და ა. შ. ხელმისაწვდომია როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისე მოსახერხებელია საკუთარი ავტომობილით გადაადგილებისთვის. ბინაში არის თანამედროვე სამზარეულო და აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით. ავეჯი სრულად რჩება ბინაში.