9 ოთახიანი ბინა
1 / 23
VIP

9 ოთახიანი ბინა

თბილისი

$289,000 ₾786,109
$850/მ²

მახასიათებლები

340
მ²
9
ოთახი
6
საძინებელი
-
სართული

აღწერა

იყიდება კერძო სახლი, თეთრი კარკასის მდგომარეობაში, მყუდრო და მშვიდ ადგილას. სახლის საერთო გამოსაყენებლი ფართია 340 კვ.მ. პირველ სართულზე არის მისაღები, სამზარეულო, სველი წერტილი და 1 ოთახი. მეორე სართულზე 1 სველი წერტილი და 4 საძინებელი, საიდანაც ერთი არის გარდერობის ოთახით. მესამე სართული არის მანსარდული ტიპის, რომელიც გადახურულია რკინის კონსტრუქციით, 2 საძინებელი, სველი წერტილი და მისაღები+სამზარეულო. სახლს აქვს სარდაფი 30 კვ.მ. სახლი ნაშენებია უმაღლესი ხარისხის მასალით და ეზო შემოღობილია ბეტონის ბლოკით. ეზოს წინა მხარე განკუთვნილია 2 მანქანის საპარკინგედ, უკანა ეზო არის 240 კვ.მ. სახლს აქვს 4 აივანი. სახლი არის თეთრი კარკასის მდგომარეობაში, რაც საშუალებას გაძლევთ თქვენი გემოვნებით დაასრულოთ რემონტი. გაკეთებულია - ელექტროობა, შეყვანილი სატექნიკა და კანალიზაცია სველ წერტილებში, კედლები გალესილია გაჯით, დამონტაჟებულია გათბობის მილები და იატაკი მოჭიმულია, აქვს ყავისფერი მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა და პერიმეტრის კედლები ნაშენებია 30-ანი პემზა ბლოკით.

მდებარეობა

კ. კასტელის ქ.

მსგავსი განცხადებები

გაზიარება