2 ოთახიანი ბინა
1 / 8

2 ოთახიანი ბინა

თბილისი

$130,000 ₾350,207
$2,000/მ²

მახასიათებლები

65
მ²
2
ოთახი
1
საძინებელი
4 / -
სართული

აღწერა

WhatsApp ის მეშვეობით მომწერეთ +1 305 363 8727 . აგენტებთან ვთანამშრომლობ. იყიდება 2,5 ოთახიანი ბინა ჭავჭავაძის გამზირზე # 83 ში (ვაკე პალასის კორპუსში). მე-3 ოთახი არის შედარებით პატარა, ამ ეტაპზე დგას საწოლი და სამუშაო მაგიდა, შესაბამისად გამოყენებულია როგორც საძინებელი, თუმცა შესაძლებელია გამოყენება როგორც ოფისი. შენობას აქვს როგორც ეზოს პარკინგი ასევე მიწისქვეშა 3 სართულიანი პარკინგი რომელიც არის განათებული, სუფთა, და დაცული ასევე ვიდეოკამერებით, რკინის კარი იღება პულტის მეშვეობით. სადარბაზო არის დიდი, ყოველთვის სუფთა, დაგვილი, მეთლახი მოწმენდილი, სადარბაზო არის დაცული ვიდეოკამერებით, რკინის კარი არის კოდზე და ასევე დამონტაჟებულია დომოფონი. ფუნქციონირებს ახალი ლიფტი რომელსაც არ ჭირდება მეტალის მონეტა. ბინას აქვს რკინის კარი, თეთრი თანამედროვე კედლები, ბევრი ჩაშენებული თანამედროვე ტანსაცმლის კარადები რომლებიც არის იატაკიდან ჭერამდე, როგორც შემოსასვლელში, ასევე საძინებელში. აბაზანაში არის შესასვლელი შუშის უმაღლესი ხარისხის საშხაპე walk-in shower საიდანაც წყალით არ ისვრება გარეთ ბანაობის დროს. სამზარეულოში ჩაშენებულია ღუმელი, სამზარეულოს ზედაპირი და გამწოვი, ასევე განათება კარადების ქვემოთ. შემოსასვლელის და living room ის იატაკისთვის გამოყენებულია ესპანური დიდი ზომის ფილები, უმაღლესი ხარისხის. საძინებელში და მე-3 პატარა ოთახში არის კომფორტული ლამინატი. იატაკს არ აქვს არანაირი დაზიანებები. ბინა არის ძალიან მოვლილ მდგომარეობაში. აქვს იატაკიდან ჭერამდე მეტალო პლასტმასის ხისფერი კარფანჯრები. გრძელი აივანი, რომელზეც შესაძლებელია გასვლა როგორც საძინებლიდან ასევე living room იდან. აივანი გაჰყურებს კუს ტბის ტერიტორიის ბუნებრივ სიმწვანეს და ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ასევე შიდა ეზოს. შიდა ეზო გახლავთ ორი, რომლებიც მუდამ დასუფთავებულია და მოპირკეთებულია ხის გრძელი სკვერის დასაჯდომებით, გამწვანებით, ლამაზი ნაგვის ურნებით. ასევე ერთ-ერთ შიდა ეზოს გააჩნია ბავშვების გასართობი სივრცე. ბინას აქვს Bosch ის სულ ახალი ცენტრალური გათბობის ქვაბი გარანტიით და შესულია ფასში. აივანზე ჩაშენებულია მეტალოპლასტმასის ლამაზი სათავსოები ქვაბისთვის და მოპირკეთებულია ლამაზად. კორპუსში არის ასევე სუპერმარკეტი პირველ სართულზე. ფეხით 5 წუთში არის სკოლა და უნივერსიტეტი. ძალიან კომფორტული და პრაქტიკული ბინაა, უნდა ნახოთ თქვენი თვალით და ამაში თავად დარწმუნდებით. ძალიან სასიამოვნო და ჯანსაღია აქ ცხოვრება. კარგი ჰაერი და მყუდრო გარემო ქალაქის ცენტრში. გამოირჩევა ძალიან კარგი მეზობლებით.

მდებარეობა

ილია ჭავჭავაძის გამზირი 83

მსგავსი განცხადებები

გაზიარება