ბათუმი
3 ოთახი • 57 მ²
ბათუმი
სამსართულიანი სახლი გონიოში ზღვის ხედით. ემირატების ემაარ ჯგუფის მომავალი კომპლექსის პირდაპირ. სამსართულიანი სახლი ზღვის ხედით, გამოდგება როგორც საცხოვრებლად ისე სასტუმროდ ან კომერციისთვის. მშვიდი სამეზობლო და ხეხილის ბაღი; ჯანსაღი მიკროკლიმატი და სუფთა ჰაერი; 600 კვ.მ. და 12 ოთახი. აღწერა: სამსართულიანი (სხვენის გარეშე) (600კვ.მ) +სხვენი. სახლი მდებარეობს გონიოში. თორმეტი ოთახიდან 8 არის საძინებელი, სასადილო ოთახი ბუხრით, მისაღები ოთახი თითოეულ სართულზე, 2 სააბაზანო, 2 სამსაზარეულო, 3 აივანი. ახლოსაა საუკეთესო პლაჟებთან ყოფილ საბჭოთა სამხედრო ბაზის პირდაპირ, სადაც არაბეთის ემირატების ემაარ ჯგუფის მიერ უახლოეს მომავალში მრავალმილიარდიანი კომპლექსი განთავსდება. ამავდროულად, ბათუმამდე 10 წუთის სავალი გზაა მანქანით. სახლი მდებარეობს მთის ძირში, დაცულია შტორმისგან და წყალდიდობისგან. არ ცხელა ისე ძალიან როგორც ზღვის სანაპიროზე, მაგრამ არც იმდენად ღრუბლიანი და ცივია, როგორც მთაში. ხმაურის ნაცვლად გაიგონებთ ჩიტების ჭიკჭიკს. მიწა არის 1111 კვ.მ. სახლის უკან გაშენებულია ხეხილის ბაღი. სახლის წინა მხარეს არის ფართო ეზო ყვავილების გაზონებით, პალმებით, ხეებითა და სათამაშო სივრცით, გარაჟით. სხვენი თავისუფლად შეიძლება გადაკეთდეს 40 კვ.მ-იან მანსარდად, 6 მერტი სიმაღლის ოთახით და გასაოცარი ხედის ტერასით. სახლი მდებარეობს გონიოს ციხესიმაგრიდან 1 კმ -ში ბათუმისკენ მიმართულებით და გონიოს შესასვლელში მდებარე სმარტის სუპერმარკეტიდან 800 მეტრში თურქეთის მიმართულებით. (გონიოს ციხესიმაგრიდან სუპერმარკეტ სმარტისკენ მიმავალი გზის დაახლოებით შუა მონაკვეთში.) სახლი მდებარეობს 200 მეტრის სიღრმეში მთავარი გზიდან. შესაძლებელია თავისუფლად დაემატოს მინიმუმ 2 საძინებელი, თითო სართულზე და გადაკეთდეს 12 საძინებლიან სასტუმროდ. როგორ მოგვაგნოთ: ბათუმიდან იარეთ სამხრეთით E70/ს2 გზატკეცილზე გადაკვეთეთ მდინარე ჭოროხი და იმგზავრეთ ბენზინგასამართ ვისოლამდე. ვისოლის ბენზინგასამართი სადგურიდან 450 მეტრში აუხვიეთ მარცხნივ შემდეგ გაიარეთ 250 მეტრი პირდაპირ და მარჯვენა შესახვევში პირველივე სახლია მარცხნივ. მისამართი: დაბა გონიო, აფსაროსის ქუჩა, პირველი შესახვევი, 17. <br /> <br /> 995 577 08 05 05 ვოთსაპი, ვაიბერი, ტელეგრამი<br /> <br /> 995 555 303 301.
გონიო, აპსაროსის 1-ლი შესახვევი