თბილისი
- ოთახი • 800 მ²
თბილისი
იყიდება ძალიან პერსპექტიული მიწის ნაკვეთი, ხედები აქვს თბილისზე და კუმისის ტბაზე. ნაკვეთი არის მოქცეული B1 არეალში, სამშენებლო ზონა 1. კომუნიკაციები: ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი. კონკრეტულ ნაკვეთზე გეერგე საწყის სტადიაშია. გარშემო, უმეტეს ნაკვეთს აქვს უკვე გრგ და სამშენებლო ნებართვები. შესაბამისად განაშენიანება გაზაფხულიდან უკვე დაიწყება. მოპირდაპირე მხარეს მეტროპოლ დეველოპმენტი, კანიონ ვილიჯი და კიდევ რამდენიმე დეველოპერი იწყებს ფართო მასშტაბურ პროექტებს (იხილეთ დოკუმენტები 3,4 ფოტოებზე). მოეწყობა ლისი ვერანდას სტილში უბნები, აშენდება მოლები, პარკინგები, კერძო სახლები, თაუნჰაუსები და ა.შ. ასევე კეთდება ახალი გზა, რომელიც პირდაპირ კრწანისი-შინდისის გზას დაუკავშირდება და მომავალში აღარ მოგიწევთ ტაბახმელიდან შემოსვლა. ასევე საუბარია პანორამა თბილისის საბაგიროს ამოყვანაზე, რომელიც ამ კონკრეტულ ტერიტორიას დააკავშირებს თავისუფლების მოედანთან და შეძლებთ 12 წუთში მოხვედრას. GWP-მ მოაწყო მასიური წყლის რეზერუარი და შენობა, საიდანაც არსებულ ახალ დასახლებას მოამარაგებს მუდმივი წყლით. მოპირდაპირედ უყურებს პანორამა თბილისის თაბორი რიზორტს. ასევე ორ კილომეტრშია თბილისი ჰილს გოლფ კლუბი და რიზორტი. ვისაც ეძვირება, შემოდგომიდან ეს ფასიც იაფი იქნება. ფასს სიმბოლურად დააკლდება მოლაპარაკების საფუძველზე.
შავნაბადას ქუჩა