მესაკუთრე
Თორნიკე
Იყიდება მცხეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ საგურამოში, არის ლოკომოტივის სტადიონის გვერდით,ცენტრალური გზიდან 100 მეტრში არის შიგ საგურამოში და არა მიმდებარედ, როგორც იბრალებენ, საჯარო რეესტრითაც მისამართი საგურამოა... ბულაჩაურის სასმელი მუდმივი წყლით, არის ცენტრალური წყალი ძლიერი ნაკადით. ელექტრო ენერგიით, ბუნებრივი აირით. ნაკვეთის ზომებია 20x25 აქვს ორი მხრიდან მისასვლელი გზა, შესაბამისად აყენია ორივე მხარეს სამანქანო კარი,შეგიძლიათ ჩადგათ მეორე სახლიც. მეორეს პროექტიც მზად არის. სახლი არის 163 კვ. შიდა სუფთა ფართი 143 კვადრატი, პროექტით 5 საძინებელი და ორი სველი წერტილია გათვლილი შეგვიძლია გადავაკეთოთ. კონდიცია არის შავი კარკასი.სახლის ყველა სართული დასხმულია, ბოლო შეგიძლიათ გამოიყენოთ ტერასად, აქვს 3 ფენა ტოლი დასხმული. შენობას აქვს მთლიანად თბოიზოლაცია გაკეთებული.რაც კომუნალურებს საგრძნობლად ამცირებს. არის დასახლებული უბანი, არის საუკეთესო სამეზობლო, მარტო ამად ღირს აქ ცხოვრება : ). ადგილი ეკოლოგიურად სუფთა. სამარშუტო ტაქსების გაჩერება არის 300 მეტრში. კაფე, ესთეტიკ ცენტრი, ნიკორა, სპარი არის 250 მეტრში,კარფური, აფთიაქები, ჰიპერმარკეტი გუდვილი, ევროპროდუქტი, ბიბლუსი, სუფთა სახლი, ალკორიუმი, სკოლა და სხვ ობიექტები ნახევარ კილომეტრში. სახლი ჩაბარებულია და გაშვებულია ექსპლუატაციაში ოფიციალურად. საბუთით.. აბსოლუტურად ყველა საბუთი წესრიგშია.არანაირი იპოთეკა, ყადაღა და მსგავსი. გადაიფორმებთ 20 წუთში : )))<br /> Დამტკიცებულია ასევე სახლის პროექტი 60 კვ. Შეგიძლიათ დაიწყოთ მშენებლობა სურვილისამებრ. .<br /> შეღობილია ბლოკის, ხისა და მეტალის კონსტრუქციით, რაც ვიზუალურადაც ლამაზია და ზაფხულშიც უკეთ ნიავდება ეზო, ბეტონის ღობისგან განსხვავებით. რომელიც ცხელ დღეებში ჩვეულებრივი ქვაბია ; ) კარები ორივე მხარეს აყენია ფართე, საგორიალო. ნაკვეთის ფორმა იმდენად კარგია რომ ტუნელივით ვიზუალი არ აქვს. გაკეთდება მხოლოდ ტიხრები რომელიც მოეწყობა თქვენი სურვილისამებრ. ვისაც ქალაქის ხმაურს და გამონაბოლქვს გინდათ გაექცეთ და თან შორსაც არ იყოთ იდეალური ვარიანტია, ყველა საჭირო დაწესებულება ფეხით სავალ დისტანციაზეა. მანქანით გასვლა არ გჭირდებათ.სტუმრის მოსასვლელადაც მარტივი მოსაგნებია, არავისთან შეგარცხვენთ ადგილი. : ) აშენებულია ხარისხიანად, არც არმატურა დაგვიშურებია და არც ხარისხიანი ცემენტ ბეტონი, კარები აყენია რკინის, სახლის ორივე შესასვლელში. ფანჟრები უმაღლესი ხარისხის, იტალიური ჩამკეტებით. 2 წლის აშენებული სახლია, და ოდნავადაც არ აქვს ფერი გადასული. მოკლედ ვისაც ნახვა დაგაინტერესებთ დამირეკეთ. <br /> <br /> საკადასტრო კოდი: 72.06.12.013.630