სამშენებლო
Sales
VR ჰოლდინგის თაუნჰაუსებს აქვს ისეთი უპირატესობები, რომლებიც სტანდარტულ თაუნჰაუსებს არ გააჩნია. მისაღები ოთახის ინტერიერის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება 6 მეტრიან ჭერს, რომელიც პროექტს სძენს განსაკუთრებულობას, ვიტრაჟებიდან იშლება საოცარი პანორამული ხედები მთელ თბილისზე, ხოლო ამ ოთახიდან ეზოზე გამავალი ტერასა შლის საზღვარს ექსტერიერთან და მჭიდრო კავშირს ამყარებს ბუნებასთან. ასეთი ჭერი სრულ თავისუფლებას იძლევა ინტერიერის დიზაინის პროექტირებისას. თავის მხრივ, მისაღები ოთახი სრულად იზოლირებულია დანარჩენი სართულებისგან და შესაძლებლობას იძლევა სტუმრების დამოუკიდებლად გამასპინძლებისთვისა და სასიამოვნო საღამოების მოწყობისთვის. ბოლო სართული განსაკუთრებულობით გამოირჩევა, რადგან აქვს საკუთარი მისაღები, აღჭურვილი სამზარეულო კუთხით, აუზითა და ბარით. აქ თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ გასართობი სივრცე, მინი ბარი, სივრცე წვეულებებისთვის და სხვადასხვა აქტივობისთვის. აუზიდან იშლება პანორამული ხედი თბილისზე, რაც დამატებით ღირებულებას მატებს ამ სივრცეს.