Agro Food Trade

კონსულტანტი თბილისი

კონსულტანტი

,,აგრო ფუდ ტრეიდი'' - სავაჭრო სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც დაარსდა 2013 წელს და მას შემდეგ წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქართული და იმპორტირებული სოფლის მეურნეობის, წონის კატეგორიისა და დაფასოებული/ბრენდირებული პროდუქციის მიწოდებას, ქვეყანაში არსებული ყველა ქსელური სუპერმარკეტებისათვის. ასორტიმენტში წარმოდგენილია 150-მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებული ჩირეული, თხილეული, მარცვლეული და ბურღულეული, რომელთა განთავსება ხდება თანამედროვე და პრაქტიკულ ინვენტართან ერთად, საიდანაც ხდება პროდუქციის უშუალო რეალიზაცია. იმპორტისა და ადგილობრივი შესყიდვების ქსელი საკმაოდ ვრცელი და სოლიდურია, დღეისათვის კომპანია თანამშრომლობს 20 მსოფლიოს უმსხვილეს ექსპორტიორ სახელმწიფოსთან და 25 ადგილობრივ მსხვილ ფერმერთან.

ბრენდები: აგროფაი, სასარგებლო პროდუქტი, აგრობოქსი, ჩემი მარაგი, ხომლი.

პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, ლიდერფუდი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მეინ მარტი, მაგნიტი, მადაგონი, სპარი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი, ჯიპისი და სხვა.

აგრო ფუდ ტრეიდი - ჯანსაღი, ახალი, გემრიელი !!!

(დამატებითი ინფორმაცია იხილეთ : https://www.facebook.com/agrofoodtrade/)

AGRO FOOD TRADE აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე  ძირითადი მოვალეობები:

  • დახლთან მომხმარებლების უწყვეტი მომსახურება;
  • საწყობიდან პროდუქციის გამოტანა/დახლის გადავსება და მოწესრიგება;
  • საწყობში დაბრუნებისა და სარეალიზაციო ნაშთების დალაგება/მოწესრიგება;
  • პროდუქციის ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;  

პიროვნული თვისებები:

  • დისციპლინირებულობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • პრეზენტაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;

სამუშაო პირობები:

  • ობიექტი: კარფური (ქ. თბილისი)
  • კვირაში 6 სამუშაო დღე : 9:00 - 17:00; 12:00 - 20:00;
  • შესვენება: 1 საათი
  • ანაზღაურება: 700 ლარი (+ ბონუსი)  

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@agrofoodtrade.ge და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „კონსულტანტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

მსგავსი ვაკანსიები