MC Group

პროდუქციის მენეჯერი თბილისი

პროდუქციის მენეჯერი

ფარმაცევტული კომპანია "MC Group" "მარკეტინგის და კონსალტინგის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის თანამდებობაზე. სამუშაო განაკვეთი: სრული 9:00 დან 18:00 მდე ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით სამუშაო აღწერილობა:

  •  პრომო მასალების, ბროშურების, სამახსოვროების მომზადება, ბაზრის კონკურენტული ანალიზის მომზადება.
  •  პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება, ორგანიზება-ჩატარება.
  •  წარმომადგენლების კანდიდატების ტრეინინგი კოუჩინგი.
  •  ტესტირებების მომზადება-ჩატარება
  •  საპრომოციო აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება და დანერგვა მარკეტინგულ ჯგუფთან ერთად.
  •  ორმაგი და ჯვარედინი ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი სამედიცინო განათლება (მედიცინის, პედიატრიული ან სამკურნალო ფაკულტეტი)
  •  კომპიუტერული და საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
  •  პროდუქციის, ველის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  •  ინგლისური ენის ცოდნა ინფორმაციის მოპოვების თარგმნის დამუშავების უნარი
  •  რუსული ენის ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  •  კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
  •  ორგანიზებულობა სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  •  ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა
  •  პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
  •  ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა.

გამოსაცდელი პერიოდი: 3 -6 თვე. საწყისი ანაზღაურება შეთანხმების საფუძველზე, კონკურენტული, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ:

  •  ზრდადი ანაზღაურება ყოველთვიური და კვარტალური პრემიალური სისტემა დამოკიდებული იქნება მარკეტინგული ჯგუფების გაყიდვების შედეგებზე.
  •  სოციალური პაკეტი (სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა)
  •  სასურველია საკუთარი ავტომანქანის ყოლა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე group.mc@yahoo.com და "Subject line"-ში მიუთითეთ "პროდუქციის მენეჯერის" პოზიცია.

მსგავსი ვაკანსიები