HRRA

პრომოუტერ-კონსულტანტი თბილისი

პრომოუტერ-კონსულტანტი

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერ-კონსულტანტის პოზიციაზე, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდს (სმარტფონების მიმართულებით) ტექნიკის მაღაზიებში.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, 5 დღე კვირაში 7 სამუშაო საათი + შესვენების დრო 1 საათი, მეექვსე დღე 4 სამუშაო საათი
  • კონკურენტული ანაზღაურება, რომელიც შედგება ფიქსირებული  ხელფასისგან (700 ლარი) და თვიური ბონუსისგან - თვეში ჯამში  საშუალოდ 1700 ლარი ხელზე ასაღები თანხა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ანაზღაურებადი ავადმყოფობის გამო შვებულება
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • თანამშრომლობა შრომის კოდექსის შესაბამისად

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის პრეზენტაცია, (ძირითადად - სმარტფონები).
  • ბრენდის მიმართ ლოიალობის გაზრდის უზრუნველყოფა.
  • სტანდარტების დაცვით მერჩედაიზინგის და პროდუქტის განლაგების წესების დაცვა.
  • შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებული რეპორტების წარმოება.
     

მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება ელექტრონიკის გაყიდვების სფეროში.
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს გამოცდილებით სმარტფონების/პლანშეტების გაყიდვის მიმართულებით.
  • ქართული ენა - მშობლიური (სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა).
     

პიროვნული თვისებები:

  • გამართული კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი
  • პოზიტიური დამოკიდებულება მომხმარებლების მიმართ
  • თანაგანცდის უნარი
  • ორგანიზებული
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი

 

დამატებითი ინფორმაცია:

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესდით გამოცხადებული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე: project3@hr.ge

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი ვაკანსიები