ფრანკლინის კლუბი

დიჯითალ გადაცემების პროდიუსერი თბილისი

დიჯითალ გადაცემების პროდიუსერი

ფრანკლინის კლუბი არის ასოციაცია, რომელიც ემსახურება კლასიკური ლიბერალური/ლიბერტარიანული ღირებულებების გავრცელებას და წევრთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას. ჩვენი აქტივობები საგანმანათლებლო და მედია პროექტებს, კვლევებს, პოლიტიკურ დისკუსიებს, სამოქალაქო აქტივიზმსა და კონსალტინგს მოიცავს. ფრანკლინის კლუბი ეძებს პროდიუსერს დიჯითალ გადაცემების მიმართულებით. მოვალეობები: ** საჭიროებიდან გამომდინარე დავალების გაანალიზება და აღსრულება; ** დავალებების გაცემა კონტენტის შემქმნელებისა და მემონტაჟეების გუნდთან; ** დედლაინების ორგანიზება; ** ფოტო/ვიდეო/გრაფიკული ვიდეოს დაგეგმვა და აღსრულების პროცესების კოორდინირება; ** გადასაღები მოედნისა და შესაბამისი ატრიბუტების მოძიება; ** კონტენტის შექმნის ბრეინშტორმინგების ორგანიზება და კოორდინირება; ** პროექტების სტრატეგიული განვითარების დაგეგმვაში მონაწილეობა; ** ტიკტოკის კონტენტის შემქმნელების გუნდის მართვა და მასთან დაკავშირებული პროცესების კოორდინირება; ** ტიკტოკ ტრენდების სისტემატიური კვლევა; ** რეპორტინგი პროგრამის სტეიქჰოლდერებისთვის. კონტენტის შექმნის მიზნით თქვენგან დაგვჭირდება: ** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** კომუნიკაციის კარგი უნარები; ** დაგეგმვის უნარები; ** ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა ტიპის პროექტზე მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ვიდეო კონტენტის შექმნის საფეხურების ცოდნა (იდეის ჩამოყალიბებიდან საბოლოო პროდუქტის შექმნამდე); ** პროდაქშენის გუნდის მართვის გამოცდილება; ანაზღაურება: 2000-3000 ლარის ფარგლებში (კანდიდატის გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით) შერჩევის ეტაპი იქნება სამეტაპიანი, კანდიდატებს ჩატარებული გასაუბრების შემდეგ მიეცემათ დავალებები. დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა არაუგვიანეს 5 სექტემბრისა. გაითვალისწინეთ, რომ ფრანკლინის კლუბი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ben@franklin.ge ელექტრონული ფოსტის მისამართზე. გისურვებთ წარმატებას, ფრანკლინის კლუბი

მსგავსი ვაკანსიები