SmartPharm

HR სპეციალისტი თბილისი

HR სპეციალისტი

“Smartpharm” ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. „SmartPharm” იმპორტს ახორციელებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან: ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი და სხვა, ასევე წარმატებით თანამშრომლობს CIS ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, ინდოეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი. კომპანია წარმოადგენს მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელი კომპანიების: Zeta Farmaceutici - იტალია, Aldo Union - ესპანეთი, Beta Laboratorios - არგენტინა, Glenmark Pharmaceuticals - ინდოეთი, Adipharm -ბულგარეთი, ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.   დღეის მდგომარეობით „SmartPharm”  მთელი საქართველოს მასშტაბით  800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

 

კომპანია “Smartpharm” აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი,

სამუშაო განაკვეთი:  ორშაბათი-პარასკევი სრული , შაბათი - ნახევარი დღე

ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის HRM პროცედურების განხორციელება;
  • კომპანიის გაიდლაინებისა და პროცედურების შექმნაში მონაწიელობა;
  • კომპანიის საჭიროების შესაბამისად შერჩევის პროცესების სრული ციკლის დადგენილი პროცედურების შესაბამისად განხორციელება;
  • კომპანიის თანამშრომელთა განვითარების სისტემების დადგენილი პროცედურების განხორციელება და შემუშავების/გაუმჯობესების პროცესში ჩართულობა;
  • თანამშრომელთა მოტივაციის აქტივობების შემუშავებაში ჩართულობა და განხორციელება დაგეგმილი პროცედურების შესაბამისად;
  • კომპანიის თანამშრომელთა ბაზების მართვა და განახლება;
  • კომპანიის დირექტორთან ანგარიშგება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია სამედიცინო ან ფარმაცევტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft  საოფისე პროგრამების  ცოდნა;

 

უნარები/პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მოქნილობა;
  • შემოქმედებითი აზროვნება;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

 

 

„Smartpharm” გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ  ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.

 

შერჩევა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:

  • CV (რეზიუმე) გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV(რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „HR მენეჯერი“

CV (რეზუმე) გამოგზავნის საბოლო ვადა: 30/10/2021

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კადნიდატებს.

„Smartpharm” მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი ვაკანსიები