თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

უფროსი ბიბლიოთეკარი თბილისი

უფროსი ბიბლიოთეკარი

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრი აცხადებს კონკურსს ბიბლიოთეკის განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შესარჩევად (1 ვაკანსია). პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. აპლიკანტს მოეთხოვება: ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი/პროფესიული განათლება; ბ) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა; გ) არანაკლებ ერთი წლის სამუშაო გამოცდილება დ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ"; საქართველოს კანონი "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"; საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება; აპლიკანტს უნდა ჰქონდეს: ა) კომპიუტერული უნარები; ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; დ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი; ე) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი; ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი; სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრი-ბიბლიოთეკის განყოფილებაში უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება: ა) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში შექმნილი საბიბლიოთეკო-საარქივო დოკუმენტების შესწავლა და დამუშავება; ბ) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ პუბლიკაციების, საგანმანათლებლო-სამეცნიერო მასალების დამუშავება და შენახვა; გ) საბიბლიოთეკო - საარქივო ფონდების აღწერა, შესწავლა და სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობა; დ) განყოფილების გამგესთან და თანამშრომლებთან ერთად გამოფენების, პუბლიკაციებისა და გამოცემების მომზადება; ე) განყოფილების გამგესთან და თანამშრომლებთან ერთად სტუდენტური კონფერენციების მომზადება და გამართვა; ვ) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებით არსებული არაქართულენოვანი ლიტერატურის თარგმნა და საგამომცემლოდ მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ქართულენოვანი ტექსტების უცხო ენაზე თარგმნა. ელექტრონულ კატალოგში საბიბლიოთეკო დოკუმენტების მონაცემების შეტანა. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა: ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები; დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი; ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ`; ვ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.); კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად; ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2022 წლის 26 სექტემბრიდან 2022 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით 15:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრი-ბიბლიოთეკის განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი).

მსგავსი ვაკანსიები