რადიო NRJ

კომერციული პროდიუსერი თბილისი

კომერციული პროდიუსერი

რადიო "ენერჯი" (NRJ - FM 104.7) აცხადებს ვაკანსიას კომერციული პროდიუსერის პოზიციაზე. ანაზღაურება: ხელზე ასაღები ხელფასის სავარაუდო დიაპაზონი, გამოცდილების შესაბამისად, 700-1500 ლარი. სამუშაო მოთხოვნები: ** განათლება: სასურველია მარკეტინგის მიმართულება; ** სამუშაო გამოცდილება: კონტენტ- მარკეტინგის სპეციალისტად, გაყიდვების მიმართულებით რადიოში ან სხვა მედიაში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება. სამუშაოს აღწერილობა: ** რადიოს კომერციული პროექტების და გადაცემების პროდიუსინგი. ** ახალი საეთერო პროექტების კომერციალიზაცია, როგორც FM 104.7-ზე ასევე თანამედროვე ციფრულ პლატფორმებზე. ** რადიო ბაზრის შესწავლა და მუდმივი ანალიზი, კონკურენტებისა და პროდუქტების კვლევა. ** არსებულ და პოტენციურ დამკვეთებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების განხორციელება, პროდუქციის შეთავაზება და შესაბამისი მომსახურების გაწევა. ** პოტენციური კლიენტების ბაზების მოძიება, მათი დამუშავება; შერჩეული კომპანიების წარმომადგენლებთან ურთიერთობის წარმართვა. ** დამკვეთის / კომპანიების ინტერესებზე მორგებული პროექტების განხორციელება არხის ბადეში - რადიოს უშუალო ხელმძღვანელთან ერთად. დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ. მისამართზე: reklama@radionrj.ge. განცხადების ბოლო ვადა: 28 სექტემბერი, 2022 წელი.

მსგავსი ვაკანსიები