ტრეიდ პარტნერი

პრომოუტერი თბილისი

პრომოუტერი

სადისტრიბუციო კომპანია "ტრეიდ პარტნერი" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე. ჩვენ გვჭირდება ერთგული, ენერგიული, ნიჭიერი, შრომისმოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს და ორიენტირებულები არიან განავითარონ თავიანთი კარიერა. პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ოთხშაბათი - კვირა, 13:00-20:00 სთ. ** სამუშაო ადგილი: 22 მარშალი არჩილ გელოვანის გამზირი, თბილისი (აგროჰაბი) ** ანაზღაურება თვეში: ფიქსირებული 500 ლარი + ბონუსი 500 ლარი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა ** მომხმარებელთან კომუნიკაცია ბრენდის/აქტივობის შესახებ ** სავაჭრო ობიექტზე საპრომოციო პროდუქტის სწორად განთავსება ** თაროზე მარკეტინგული მასალების განთავსება ** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტი გაყიდვების შესახებ. ძირითადი მოთხოვნები: ** გაყიდვის ტექნიკის ცოდნა ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** პრეზენტაციის კარგი უნარი ** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი ** კომუნიკაბელური ** ენერგიული ** პასუხისმგებლობიანი ** გუნდური მუშაობის უნარი თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@tradepartner.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი ვაკანსიები