ბორან ლაითი

პრომოუტერი - სტაჟიორი თბილისი

პრომოუტერი - სტაჟიორი

კომპანია "ბორან ლაითი" დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: OSRAM, LUXRAM, TOLSEN, CROWN, EINHELL, BLACK & DECKER და ა.შ. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას. ამჟამად კომპანია აცხადებს სწავლება-სტაჟირებას პრომოუტერის პოზიციაზე ბათუმში. ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა; ** პროდუქციის სათანადოდ წარმოჩენისათვის ზრუნვა; ** მომხმარებლისათვის პროდუქციის შეთავაზება და რეალიზაციის ხელშეწყობა. მოთხოვნები: ** კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი ** პასუხისმგებლობის გრძნობა ** ენერგიული ** შრომისმოყვარე ანაზღაურება: ** I თვე - 700 ლარი; ** II თვე - 1000 ლარი; ** III თვე - 1000-დან 1500 ლარამდე. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სრულყოფილი დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

მსგავსი ვაკანსიები