ბი-ემ-ესი

პრომო მერჩენდაიზერი თბილისი

პრომო მერჩენდაიზერი

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას პრომო მერჩენდაიზერის პოზიციაზე, ბათუმში. კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას. სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის 5. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა; ** პროდუქციის ვადების შემოწმება; ** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება; ** სავაჭრო ობიექტების სარეკლამო მასალებით მომარაგება; ** სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი; ** საჭიროების შემთხვევაში შეკვეთებში მონაწილეობის მიღება. სამუშაო განრიგი: ორშაბათი-შაბათი, 12:00-19:00 სთ. კვირაში 1 დასვენების დღე. შესვენება დღეში 1 საათი. ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში, მუშაობის დაწყებიდან ერთი თვე: 150 ლარი; ანაზღაურება სტაჟირების პერიოდის შემდეგ, მუშაობის დაწყების მეორე თვიდან: 430 ლარი + ბონუსი (ჯამში საშუალოდ 550 ლარი). თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი ვაკანსიები