გამომცემლობა ინდიგო

კომერციული პროექტების მენეჯერი თბილისი

კომერციული პროექტების მენეჯერი

"ინდიგო" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს კომერციული ალღოთი და მაღალი მოტივაციით, რომელიც უხელმძღვანელებს ორგანიზაციის კომერციულ მიმართულებას - ჩაერთვება პროექტების შექმნასა და მართვაში. პოზიცია: კომერციული პროექტების მენეჯერი მოვალეობები: ** კომერციული მიმართულების გუნდის მართვა ** კომერციული პროექტების დაგეგმვა და მართვა ** მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება ** მარკეტინგული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება ** პოტენციურ პარტნიორებთან და სპონსორებთან კომუნიკაცია ** ახალი კოლაბორაციების მოძიება ** პროექტში ჩართულ ყველა მხარესთან კოორდინაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კომერციულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ** მარკეტინგის, გაყიდვების ან კომუნიკაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ** პროექტების მართვის გამოცდილება. სამუშაო გრაფიკი: სრული ადგილმდებარეობა: იაკობ გოგებაშვილის ქ. 38, თბილისი ხელფასი: 1000-1500 ლარი (გამოცდილების შესაბამისად) + % პროექტებიდან დაინტერესებულ პირებმა ელფოსტაზე hr@indigo.com.ge 30 სექტემბრის 18:00 საათამდე გამოგზავნეთ თქვენი CV. წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. კომპანიის შესახებ: "ინდიგო" მედიაა, რომელიც ქმნის სხვადასხვა პროდუქტებს და გამოსცემს წიგნებს. ინდიგოს მთავარი ბრენდი ამავე სახელწოდების ბეჭდური და ონლაინ გამოცემებია: ინდიგო / indigo.com.ge. ბეჭდური და ონლაინ შინაარსი ერთი მთლიანობაა, სადაც ავტორები მრავალ ფორმატში ქმნიან ამბებს, აკვირდებიან და აღწერენ პროცესებს, მოვლენებს და გვაცნობენ იდეებსა და ადამიანებს. ინდიგო განსხვავებულ სერვისს სთავაზობს დამკვეთებს - ვიდეო წარმოება, native advertising, ბეჭდური პროდუქციის შინაარსის შექმნა და დიზაინი.

მსგავსი ვაკანსიები