სუპერმარკეტების ქსელი ვილმარტი

კომერციული დირექტორი ბათუმი

კომერციული დირექტორი

სუპერმარკეტების ქსელი "ვილმარტი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის თანამდებობაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  •   ქსელის კომერციული სტრატეგიის განსაზღვრა.
  •   კომპანიიის მომგებიანობის გეგმების შესრულება და მიღწევა.
  •   კომერციული გუნდის ( კატეგორი მენეჯერების) კონტროლი მონიტორინგი და ეფექტურობის მართვა.
  •   პროდუქტების განვითარების, ასორტიმენტის გაფართოებისა და გაყიდვების სტრატეგიების შემუშავება, განხორციელება;
  •   ბაზრის კვლევისა და შეფასების პროცესების კოორდინირება;
  •   ფასების ანალიტიკისა და ოპტიმიზაციის პროცესების ხელმძღვანელობა;
  •   გაყიდვების სტიმულირებისათვის ღონისძიებათა დაგეგმვის ხელმძღვანელობა;
  •   აქციების, ფასდაკლებების ან ფასთა ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
  •   სტრატეგიულ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების მართვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  საცალო ბიზნესში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის 3-4 წლიანი გამოცდილება;
  •  უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში);
  •  გაყიდვების/შესყიდვების სფეროში მუშაობის დამატებითი გამოცდილება;
  •  უცხო (რუსული, ინგლისური) ენების ფლობა;
  •  საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
  •  ბაზრის კვლევის მეთოდებისა და ანალიზის ცოდნა;
  •  ფინანსური დაგეგმარების ძირითადი პრინციპების ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები

  •  გუნდის მართვის უნარი;
  •  პროექტის მართვის უნარი;
  •  დელეგირების უნარი;
  •  დროის მართვის უნარი;
  •  დამაჯერებელი საუბრის მანერა;
  •  მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  •  კომერციული აზროვნების უნარი.

 

სახელფასო განაკვეთი: 5000 ლარი + ბონუსები. 

ლოკაცია: ქალაქი ბათუმი  ( საცხოვრებლით უზრუნველყოფა საჭიროების შემთხვევაში)

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: khurshubadzenona@gmail.com  - წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ვილმარტი" კომერციული დირექტორი.


გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი ვაკანსიები