კლინიკა მედი

სტომატოლოგი ზუგდიდში ზუგდიდი

სტომატოლოგი ზუგდიდში

კლინიკა „მედი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს „მედი-ესთეტიკს“ საქართველოში.

კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, პროქტოლოგია, სარეაბილიტაციო ცენტრი (სპა და ფიტნესი).

კლინიკა მედის პრიორიტეტები:

  • საუკეთესო მომსახურება
  • კვალიფიციური ექიმები
  • უახლესი ტექნოლოგიები
  • მუდმივი განვითარება

პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - „მედი“ აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგის (თერაპევტი) პოზიციაზე.

მდებარეობა - ზუგდიდი.

ჩვენ ვიწვევთ ნიჭიერ სპეციალისტებს, რომელთაც სურთ კარიერული წინსვლა და განვითარება ესთეტიური მედიცინის სფეროში. თქვენ იქნებით დასაქმებული ევროპის დონის კლინიკაში და მიიღებთ

ათობით პოზიტიურ შეფასებას პაციენტებთან მუშაობის ინოვაციური მეთოდების წყალობით. ჩვენი კომპანიის მენეჯერები იმუშავებენ თქვენთან ერთად გუნდურად, მაქსიმალურად მოახდენენ თქვენი მუშაობის რეკლამირებასა და გაპიარებას.

 

ჩვენთან მუშაობის პრივილეგია:

  • პირველადი და მეორადი პაციენტების დიდი ნაკადი;
  •  სოციალურ ქსელებში თქვენი და თქვენი სამუშაოს პოპულარიზაცია.
  • მაღალი გამომუშავება/ანაზღაურება.
  •  კარიერული ზრდა
  • მუშაობა პროფესიონალურ გუნდთან ერთად.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი; 
  • მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატის არსებობა; 
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე. მოვალეობები:
  •  პაციენტის მიღება/კონსულტაცია;
  • სამედიცინო მომსახურების გაწევა ხარისხისტანდარტების შესაბამისად; მკურნალობის პროცესთან დაკავშრებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

 

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე. დაინტერესების შემთხვევაში,გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე : hr@medi.ge , 2021 წლის 23 სექტემბრამდე.

ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს !

მსგავსი ვაკანსიები