კოორდინატორი გამრიცხველიანების სამსახურში

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

თბილისი დედლაინი: 2 კვირაში
1,380₾
თვეში

აღწერა

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.



ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გამრიცხველიანების სამსახურში - კოორდინატორის პოზიციაზე.



გრაფიკი ცვლიანი: 12 სთ (09:00-21:00სთ) - 2 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება

ანაზღაურება: 1380 ლარი (net)

სამუშო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სტანისლავსკის 12 (აგლაძის ქუჩა)



ძირითადი მოვალეობები:



** ჯგუფების ყოველდღიური მუშაობის კოორდინირება და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;

** გამრიცხველიანების შემოსული განცხადებების გადარჩევა და შესაბამისი პირებისთვის მიწოდება;

** საერთო მონაცემთა ბაზის შექმნა და ყოველდღიური განახლება;

** დაფიქსირებულ ინციდენტებზე რეაგირება, ამოწერა-ამობეჭდვა და ჯგუფის გაშვება მისამართებზე;

** ზედნადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის განსაზღვრულ ვებ-გვერდზე ატვირთვა;

** სამშენებლო მოედნის შესაბამისი მასალებითა და ხელსაწყოებით მომარაგების უზრუნველყოფა, მოთხოვნის შესაბამისად ჯგუფებისთვის გადანაწილება;

** გამრიცხველიანების საწყობში არსებული ნაშთების შენახვა და კონტროლი;

** შესრულებული სამუშაოებისა და მასალების მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება/ჩამოწერა.



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:



** ბაკალავრის ხარისხი ტექნიკური მიმართულებით;

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

** კორესპონდენციასთან მუშაობის გამოცდილება;

** სასურველია ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.



დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
წყარო
jobs.ge
გაზიარება

მსგავსი ვაკანსიები