საწყობის თანამშრომელი

აღწერა

სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს. "ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7500-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს. თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე. სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. ბათუმში - დასაქმდი მარტივად გამოცდილების გარეშე. მისამართი: ქ. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი ანაზღაურება: 1150 ლარი ჩვენ გთავაზობთ: ** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; ** მეგობრულ სამუშაო გარემოს. ძირითადი მოვალეობები: ** ფაქტურის მიხედვით შეკვეთების გამზადება; ** დისტრიბუციის თანამშრომლებისათვის ტვირთის გადაცემა; ** პერიოდულად საწყობში მიმდინარე აღწერაში მონაწილეობის მიღება. გამოგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "საწყობის თანამშრომელი ბათუმში" შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/nikoracareer/ და შეავსე განაცხადი ან მოგვწერე პირად შეტყობინებაში. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/ გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ადმინისტრატორი
ნიკორა ტრეიდი
თბილისი დედლაინი: 3 დღეში

ფილიალის მენეჯერი
ნიკორა ტრეიდი
თბილისი დედლაინი: 3 დღეში

მოლარე-კონსულტანტი
ნიკორა ტრეიდი
თბილისი 1000₾-1100₾ დედლაინი: 3 დღეში

საწყობის მიმღები
ნიკორა ტრეიდი
თბილისი დედლაინი: 3 დღეში

კომპანია


ნიკორა ტრეიდი

ანაზღაურება


1,150₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო