სოციალური მედიის უფროსი მენეჯერი

აღწერა

"On.ge" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის უფროსი მენეჯერის (სრული განაკვეთი) პოზიციაზე. სამუშაოს მოკლე აღწერა: სოციალური მედიის უფროსი მენეჯერი მართავს კომპანიის ყველა საკომუნიკაციო არხს და ზედამხედველობას უწევს ციფრული მარკეტინგის გუნდს. ამასთან ერთად, ჩართულია სტრატეგიის შექმნა-აღსრულებაში, აწარმოებს კონტენტს და ახდენს მის მენეჯმენტს. პასუხისმგებლობები: ** სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნა და მისი ყოველდღიურ რეჟიმში აღსრულება-მონიტორინგი. ** სხვადასხვა რედაქციების მიერ შექმნილი კონტენტის გაშლა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებში. ** კონკრეტულად სოციალური მედიისთვის განკუთვნილი და მასზე მორგებული კონტენტის შექმნა. ** ლიდერობა და გუნდის ეფექტურობის უზრუნველყოფა. მოვალეობები: ** სოციალური მედიის ყოვლისმომცველი, ბრენდის და კლიენტების მიზნებთან თავსებადი სტრატეგიის შექმნა, პერიოდულად გადახედვა და განხორციელება. ეს მოიცავს მიზნების, აუდიტორიების და KPI-ების განსაზღვრას. ** სტრატეგიის შესაბამისად კონტენტ კალენდრის შექმნა. ** კონტენტ კალენდარზე დაყრდნობით სხვადასხვა მულტიმედია მასალის კონსისტენტური დისტრიბუცია საკომუნიკაციო არხებში და შედეგების მონიტორინგი. ** ინდუსტრიაში არსებული ტრენდების და ალგორითმების ცვლილებისთვის თვალ-ყურის მიდევნება და მასზე სტრატეგიისა და ტაქტიკების მორგება შედეგების ოპტიმიზაციის მიზნით. ** მაღალი ხარისხის, ყველა ტიპის კონტენტის წარმოება, წარმოების ზედამხედველობა და კურატორობა; მისი შესაბამისობაში მოყვანა სამიზნე აუდიტორიასთან რეზონანსულობის და რელევანტურობის მიზნით. კოლაბორაცია რედაქციებთან, კონტენტ კრეატორებთან, დიზაინერებთან, ქოფირაითერებთან როგორც კომპანიის შიგნით, ისე - გარეთ. წინასწარ განსაზღვრული კონტენტის რეკლამირება მეტას პლატფორმებზე საჭირო თვისებები და უნარები: ** სისხარტე ** კრეატიულობა ** პასუხისმგებლობის გრძნობა ** ინიციატივების გამოხატვის, მათი არგუმენტირების და პროექტის ბოლომდე მიყვანის უნარი ** სტრატეგიულად აზროვნების უნარი ** კრეატიულობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური ენის ცოდნა ** ბიზნეს სუითის და ბიზნეს მენეჯერის ცოდნა ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ** სარეკლამო სფეროში ან/და ონლაინ მედიაში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება პრიორიტეტი ანაზღაურება და პირობები: ** ანაზღაურება - 2000-3000 ლარი; დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე ** კორპორატიული დაზღვევა ** კურსების და ტრენინგების დაფინანსება ** სამუშაო ფორმატი - ჰიბრიდული გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე [email protected] და დანიშნულებაში მიუთითოთ "სოციალური მედიის უფროსი მენეჯერი". განიხილება მხოლოდ სრულყოფილად გამოგზავნილი განაცხადები. On.ge თავად დაუკავშირდება შერჩეულ კანდიდატებს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


On.ge

ანაზღაურება


2,000₾ -3,000₾
დედლაინი
1 საათის წინ
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო