უმცროსი საკრედიტო ექსპერტი

აღწერა

სს მისო "ქართული კრედიტი" დაფუძნდა - 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის "ქართული კრედიტი" საქართველოს მასშტაბით არსებული 6 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს/საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს. "ქართული კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას - უმცროსი საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე (2 თვიანი სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით). ადგილმდებარეობა: გორის ფილიალი რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 2 ოქტომბერი, 2023 წელი ფუნქცია-მოვალეობები: ** სესხის გაცემის და დამუშავების პროცედურების შესწავლა; ** ახალი კლიენტების მოზიდვა, საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება; ** საკრედიტო განაცხადის მომზადება, დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა საკრედიტო ექსპერტთან ერთად; ** შედეგებზე ორიენტაცია - ყოველთვიური გეგმის შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ვეძებთ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია გაყიდვებითა და ფინანსურ ორგანიზაციაში კარიერის განვითარებით; აუცილებელი უნარები: ** აქტიურობა, ინიციატივიანობა; ** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა. რას გთავაზობთ ჩვენ? ** მზარდ ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას; ** ახალი უნარების აღმოჩენას; ** მზარდ ანაზღაურებას; ** დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს. პოზიციის პირობები: ** სტაჟირების სტიპენდია 200 ლარის ოდენობით; ** კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით; ** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 17:30-მდე, ყოველი თვის ბოლო შაბათი 10:00-14:30 საათამდე. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 500 100 შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს. გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ქართული კრედიტი

ანაზღაურება


200₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო